რჩევები
გამოვლინდა 5 ყველაზე მოთხოვნადი ტრენდი ქერა თმისთვის
გამოვლინდა 5 ყველაზე მოთხოვნადი ტრენდი ქერა თმისთვის
ბუნებრიობა ყველაზე აქტუალური თემაა, რომლის დაცვასაც ნებისმიერი ლამაზი სქესის წარმომადგენელი ცდილობს ყველაფერში, განსაკუთრებით კი, თმის შეღებვისას.
marao გირჩევთ, როგორ შეიღებოთ ქერად თმა ისე, რომ გამოიყურებოდეთ ბუნებრივად; რომელი ბიუთი ტრენდია ტენდენციების ზენიტში ამ სეზონზე.


კარამელი

ნათელი და მსუბუქი კარამელი - ამ სეზონის ჰიტად ითვლება. შეგიძლიათ მთლიანად შეიღებოთ კარამელისფრად თმა ან თუ ნაწილობრივ
გირჩევნიათ, არჩევანი აუცილებლად ომბრეზე შეაჩერეთ - მუქი ძირები გარდამავალ ღია ფერებში.

ვის მოუხდება: კარამელი უხდებათ თაფლისფერთვალება გოგონებს მუქი კანის შეფერილობით.




მარწყვი

კვლავაც ტრენდულია მარწყვი! ამ სეზონზე თუ გინდათ ბრწყინავდეთ, სწორედ მარწყვისებრი ქერა მოგცემთ ამის საშუალებას. ის თქვენს განსაკუთრებულ სილამაზესა და ინდივიდუალურობას მკვეთრად წარმოაჩენს.

ვის მოუხდება: მარწყვისებრი ქერა იდეალურია თეთრი კანის ფერის მქონე და ცისფერთვალება გოგონებისთვის.


პლატინა

პლატინისებური ქერა დიდი ხანია მოდის ტენდენციებში მყარად ინარჩუნებს პოზიციებს. ამ სეზონზე სტილისტები გირჩევენ ბევრად მკვეთრ პლატინისფერს, რაც თქვენს თმას მეტ ბუნებრიობას მიანიჭებს, ხოლო მათ, ვისაც ბიუთი ექსპერიმენტების არ ეშინია, თამამად შეუძლია სცადოს მარწყვის და პლატინის მიქსი.

ვის უხდება: პლატინისებური ქერა უხდება როგორც ღია, აგრეთვე მუქი კანის ფერის მქონე გოგონებს. მთავარია სწორი ელფერის შერჩევა, რაც ბუნებრიობას გაუსვამს ხაზს.

ქვიშა

საკმაოდ საინტერესო ფერების დიაპაზონს ქმნის ქვიშისებური ქერა. შეგიძლია შეარჩიო როგორც მკვეთრი ოქროსფერი, „ბარბის“ მსგავსად, ან წახვიდე ქვიშისფერი კუნძულების ფერისკენ. უმთავრესია, დაიმახსოვრო, რომ არავითარ შემთხვევაში სიყვითლისკენ არ წაიყვანო თმის ფერის შეფერილობა.

ვის მოუხდება: ქვიშისებური ქერა ყველა ტიპის გოგონას უხდება.

მდოგვი

მდოგვისფერი ქერა - ეს ხომ კლასიკური ქერაა, სულ მუდამ აქტუალური და პოპულარული. განსაკუთრებით ლამაზია გრძელი თმის მქონე გოგონებზე. აქაც ქვიშისებრის წესი უნდა შეინარჩუნოთ და არ გადახვიდეთ სიყვითლისკენ.

ვის მოუხდება:
კლასიკური ქერა უხდება ღია კანის ფერის მქონე მანდილოსნებს ცისფერი და ნაცრისფერი თვალებით.



ლიდია ამარიანი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31