რჩევები
რა უნდა ედოს ქალს კოსმეტიკის ჩანთაში
რა უნდა ედოს ქალს კოსმეტიკის ჩანთაში
აი, რა უნდა იყოს თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში:
BB-კრემი

Image result for woman bb cream gif
ადრე ქალის ჩანთა წარმოუდგენელი იყო ტონალური კრემის გარეშე. ახლა იგი BB-კრემმა ჩაანაცვლა. ის მრავალფუნქციურია - მალავს კანის დეფექტებს, უვლის სახის კანს, ატენიანებს, კვებავს, იცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.


კონსილერი

Image result for woman consiler  gif
პრობლემური კანის კორექციისთვის კონსილერია საჭირო. ზოგჯერ მხოლოდ თვალებქვეშ ჩაშავებული კანის ან მუწუკის დასაფარავად
გამოგადგებათ. თვალებთან სიშავის მოსაშორებლად კონსილერი სამკუთხედად, თითქმის ცხვირის ნესტოებამდე უნდა წაისვათ.




ტუჩებისა და ლოყებისთვის

მოდის ექსპერტები გვირჩევენ, ფერუმარილი და ტუჩსაცხი ერთ ფერში გვქონდეს. შეგიძლიათ ისეთი ტუჩის საცხი შეარჩიოთ, რომელიც ლოყებსაც ჯანსაღ, ახალგაზრდულ იერს მიანიჭებს.

თვალის ფანქარი

Image result for eye pencil gif
თუ ლაინერით გრაფიკული ხაზების დახატვა შეგიძლიათ, ფანქარს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. შეგიძლიათ ჩრდილები შექმნათ, წამწამები დაიმუშაოთ. სხვათა შორის, ვიზაჟისტები გვირჩევენ, უპირატესობა შავ კი არა, ყავისფერ ფანქარს მივანიჭოთ. ის ვიზუალურად არ აპატარავებს თვალს და უფრო ნაზ ტექსტურას ქმნის.

ნეიტრალური ფერის ჩრდილები


თეთრი, შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ყავისფერი... ამ ფერებით დღის მაკიაჟსაც გაიკეთებთ და საღამოსაც. ხშირად ჩრდილებით წარბებსაც კორექტულად ილამაზებენ. შეიძინე ონლაინ

ტუში


ზოგჯერ გოგონებს კოსმეტიკის ჩანთაში მხოლოდ ტუში უდევთ. თუმცა, მხოლოდ მისი დახმარებით შეგიძლიათ თვალს მეტი მიმზიდველობა და სიღრმე მიანიჭოთ.
Image result for woman makeup  gif
ტუჩის ბალზამი

Related image
ტუჩები ზამთარ-ზაფხულ დატენიანებული უნდა იყოს. თუმცა, ტუჩის ბალზამის სხვა დანიშნულებით გამოყენებაც შეგიძლიათ, მაგალითად: წარბის გელივით, ნუნების, გაუხეშებული კანის (იდაყვებზე) დასარბილებლად. იყიდე ონლაინ


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30