რჩევები
მარტივი ხრიკები პროფესიონალური მაკიაჟისთვის
მარტივი ხრიკები პროფესიონალური მაკიაჟისთვის
მაკიაჟის გაკეთება ხშირად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ქალები სილამაზისთვის ხშირად უფრო დიდ მსხვერპლსაც კი ვიღებთ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მაკიაჟის კეთების პროცესს სასიამოვნოსა და მარტივს გახდის, ხოლო შედეგს - შეუდარებელს.

ლაინერი


1. მარტივი არ არის თვალის ლაინერით მოხატვა. კიდევ უფრო რთულია, დაიხატო ორივე თვალი ერთნაირად. პირველ რიგში, მოიხატე
კონტურები ლაინერით და შემდეგ დაიწყე გაფერადება. ასე ბევრად უფრო მარტივია.


2. გამოიყენე კოვზი ლაინერით სრულყოფილად თვალის მოსახატად.


ჯერ გაავლე სწორი ხაზი თვალის კუთხიდან და შემდეგ შეუერთე მას ნახევარმთვარისებრი რკალი კოვზის დახმარებით და გააფერადე დარჩენილი ადგილი, როგორც პირველ პუნქტშია ნახსენები.

გამოიწერეთ ონლაინ

3. დაიხატე ბადე თვალის კუთხეში და გადაინაწილე თითის ბალიშით, იდეალური ეფექტის მისაღებად.



4. გამოიყენე კვლავ კოვზი, ქუთუთოებზე დარჩენილი ტუშის კვალის თავიდან ასაცილებლად.


მოიმარჯვე კოვზი, როგორც სურათზეა ნაჩვენები და აიპრიხე წამწამები, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებ ხოლმე. შედეგით მოხიბლული დარჩები.


ტუში დამაგრძელებელი ეფექტით

5. ტუჩების იდეალურად გამოსაკვეთად, დაიხატე X ცენტრში და დაიწყე ტუჩსაცხის წასმა ტუჩის ცენტრიდან.




6. ნუ წაისვამ თვალის კორექტორს ჰორიზონტალურად ან წრიულად, ეს შეცდომაა! კორექტორით მოხაზე სამკუთხედი თვალის ქვეშ წარბებისა და ცხვირის გასწვრივ და გადაინაწილე ფრთხილად.


აირჩიე ფერი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30