უცხო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ მამაკაცების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა - ქალებს უკავშირდება! მიუხედავად იმისა, რომ მათ დღემდე ვერ აუხსნიათ, თუ რა არის ქალური ლოგიკა და ვერც ის გაუგიათ, თუ რა სურთ ქალებს, ისინი ჩვენზე მაინც ძალიან ბევრს საუბრობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, მამაკაცები ქალთა ტიპებს თმის ფერების მიხედვითაც კი ყოფენ. მათ არასოდეს ბეზრდებათ ხუმრობები ქერებზე.
- ამბობენ, შავგვრემანი ქალები უფრო ვნებიანები არიან, ვიდრე ქერები!
- სისულელეა! ჩემი ცოლი ქერაც იყო და შავგვრემანიც, ვერანაირი განსხვავება ვერ დავინახე!
ხუმრობა იქით იყოს და, ამ მოსაზრებას ფსიქოლოგებიც ეთანხმებიან და თმის ფერის მიხედვით ქალის ხასიათის ტიპებსაც ადგენენ. მიიჩნევა, რომ თმის ახალ ფერთან ერთად ქალი გარკვეულწილად, ხასიათის იმ ახალ შტრიხებსაც იძენს, რომლებიც ამა თუ იმ ფერის თმის მქონე ადამიანებს ახასიათებთ.
ხალხს სჯერა, რომ ჟღალთმიანი ადამიანები უფრო ტემპერამენტიანები არიან; შავგვრემნები – ჭკვიანები და ყოველთვის აღწევენ მიზანს; ქერები – რომანტიკულები, ღრუბლებში დაფრინავენ და მამაკაცებში დიდი წარმატებით სარგებლობენ.
ბუნებამ ყველა ადამიანი უნიკალური შექმნა, მაგრამ ხშირად ადამიანებს ბუნებრივი გარეგნობის შეცვლის და ახალი სტილის შექმნის სურვილი უჩნდებათ. თმის შეღებვა კი ასეთი ცვლილების ყველაზე მარტივი და პოპულარული საშუალებაა. ახლა თავისუფლადაა შესაძლებელი, იყო ქერაც, ჟღალთმიანიც და შავგვრემანიც...
ალბათ, იცით, როგორ იბრუნებენ ქალები თავდაჯერებულობას. ცხოვრების რთულ სიტუაციებში ბევრი ქალი იცვლის იმიჯს. რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ეს ხშირად ამართლებს. გარდერობის განახლებაც ერთგვარი ანტიდეპრესანტია, მაგრამ როცა რადიკალური ცვლილება გინდა, თმის შეღებვა იდეალური გამოსავალია.
არაფერი ისე არ ცვლის ქალის გარეგნობას, როგორც თმის ფერი. ქალებს სჯერათ, რომ თუ შავგვრემანი ქერად გადაიქცევა ან პირიქით, მათი ცხოვრებაც გარკვეულწილად შეიცვლება. ისინი მეტად თავდაჯერებულები გახდებიან და წარმატებაც არ დააყოვნებს.
ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად ურევია. გარეგნობის შეცვლა განწყობაზეც მოქმედებს, სასიამოვნო სიახლე ხომ ყოველთვის დადებითად აისახება ადამიანზე!
ჰოდა, როცა ჩემს ცხოვრებაშიც დადგა რთული პერიოდი, იმიჯის შეცვლა მეც გადავწყვიტე! საღებავი აფთიაქში შევიძინე და სახლში თვითონვე შევიღებე თმა. მუქი წაბლისფერი თმა მაქვს. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, რომ ქერა უნდა გავმხდარიყავი. ალბათ, იმ მოსაზრების გამო, რომ ქერები მამაკაცების ყურადღებას უფრო ადვილად იქცევენ.
ჩემმა თმის ფერის შეცვლის მცდელობებმა იმდენი უსიამოვნება მომიტანა, რომ მამაკაცების არსებობა საერთოდ დამავიწყდა. ჯერ იყო და საღებავი მუქ თმაზე გამაღიავებლის გარეშე დავიდე. რა თქმა უნდა, კოლოფზე დაბეჭდილ ფერსა და ჩემს შეღებილს შორის არავითარი მსგავსება არ იყო. ერთი კვირის შემდეგ სილამაზის სალონს ვესტუმრე. საუბედუროდ, არ მიკითხავს, რომელი ფირმის საშუალებებით უნდა შეეღებათ ჩემთვის თმა. ფასი მაწყობდა და საკუთარი თავი სტილისტს მივანდე, რომელმაც თმა ისე დამიწვა, საშინელი თმის ცვენა დამეწყო. საღებავს კი ფერი რამდენიმე დაბანაზე გაუვიდა და სარკეში ჩახედვისას მეგონა, თავზე თმის ნაცვლად, მზეზე გამომშრალ-გადაყვითლებული ჩალის ბღუჯა მედო.
შემდეგ ჭკუა ვიხმარე (სხვა რა გზა მქონდა) და თმის ფერის შეცვლის საკითხი საფუძვლიანად შევისწავლე. სტატიებიც წავიკითხე, გავიკითხ-გამოვიკითხე და გამოცდილ სტილისტს ვესტუმრე, რომელიც wella professional-ის პროდუქციას იყენებს. თმის შეღებვის პარალელურად ამიხსნა, რომ თმის შეღებვამდე აუცილებლად უნდა გამოიკვლიო რამდენიმე ფაქტორი და გაარკვიო, ნამდვილად ხარისხიან პროდუქციას იყენებს თუ არა სტილისტი.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა ბლოგი, რომ თქვენც ჩემსავით არ დაუშვათ შეცდომები და თავიდანვე გაითვალისწინოთ რჩევები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებ:
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ქერა, თუ…
ბავშვობაში ქერა თმა გქონდათ და შემდეგ გაგიმუქდათ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თამამად გაიღიავოთ თმა. ბუნება გიწყობთ ხელს, რომ გახდეთ ქერა.
ქერა თმის ბევრნაირი ტონი არსებობს. გახსოვდეთ: ოქროსფერი თმა უხდება მწვანე ან ყავისფერ თვალებსა და მოოქროსფერო სახის კანს. ცივ ცისფერსა და ნაცრისფერ თვალებს უფრო ფერფლისფერი თმა მოუხდება. ძალიან ღია ფერის ქერა თმა ან ძალიან ახალგაზრდა გოგონებს მოუხდებათ, ან იდეალური სახის კანის მქონე ქალბატონებს.
ყოველთვის გახსოვდეთ: ქერად შეღებილ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება! თმის ძირები ყოველ 2 კვირაში უნდა შეიღებოთ. მოემზადეთ სტერეოტიპებთან ბრძოლისათვის! თქვენ მიიქცევთ მამაკაცთა ყურადღებას, მაგრამ შესაძლებელია, ადვილად ხელმისაწვდომად და არასერიოზულად ჩაგთვალონ.
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ შავგვრემანი, თუ…
თქვენი თმა რუხი ტონებისკენ იხრება. თუ გიჭირთ ზუსტად განსაზღვროთ ფერი, შეიღებეთ წაბლისფრად. წაბლისფერი თმა განსაკუთრებით მუქ კანს და ყავისფერ თვალებს უხდება. თუ თქვენ ლურჯი ან მწვანე თვალები გაქვთ და ღია ფერის კანი, მუქი თმა იმ შემთხვევაში მოგიხდებათ, თუ თქვენი თმის ნატურალური ფერი მიდრეკილია გამუქებისაკენ.
თუ 1 ან 2 ტონით გაიმუქებთ თმას, ეს სიკაშკაშესა და ექსტრავაგანტურობას შეგმატებთ. კიდევ ერთი წესი – მუქი ფერი ხშირ და ჯანმრთელ თმას უხდება. თხელ თმაზე მუქი ფერი ცუდად გამოიყურება. მუქი თმა კიდევ იმითაა კარგი, რომ ძირების ხშირ შეღებვას არ საჭიროებს.
კიდევ ერთი უპირატესობა: თქვენი თვალები უფრო გამოკვეთილი გახდება, ხოლო კბილები უფრო თეთრად გამოჩნდება. ამასთანავე, თავისუფლად შეძლებთ მკვეთრი მაკიაჟის გამოყენებას, რაც ქერებს ვულგარულობას მატებს.
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჟღალთმიანი, თუ…
თქვენ ამის განწყობა გაქვთ! საკვირველია, მაგრამ ამ ფერის თმა – უნივერსალურია და თითქმის ყველა ქალს უხდება! ყველაზე მეტად ცივი ტონალობის კანის მქონე ქალბატონებს. თბილი შეფერილობის კანის მქონე ქალებისთვის შედარებით ძნელია ტონის არჩევა, მაგრამ მაინც შესაძლებელია.
თუ კანი მოოქროსფერო ან ატმისფერია, მიაქციეთ ყურადღება სპილენძისფერის უფრო “თბილ” ტონებს, რომელთაც ყვითელი ფერის საფუძველი (ბაზა) აქვს.
წითელი ფერი
წითელი ფერის ტონებიც უამრავია. ასეთი ფერი ყველაზე მეტად ბუნებრივად შავგვრემნებს მოუხდებათ, რომლებსაც შოკოლადისფერი თმა და ყავისფერი თვალები აქვთ.
ცისფერი და იასამნისფერი თმა
ყველაზე მეტი შანსი, რომ “მალვინას”დაემსგავსონ, ღია ფერის კანისა და ღია ფერფლისფერი თმის მქონე გოგონებს აქვთ! ასეთ ფერებთან სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ! მათ შეუძლიათ კანს მოყვითალო ელფერი მისცენ და ყოველი ნაკლი და ხარვეზი გამოკვეთონ.
ასე რომ, სანამ თმას შეიღებავთ, მოირგეთ იმ ფერის პარიკი, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად მოგიხდებათ! თმის ფერის შეცვლის დღიდან არ დაგენანოთ ფული კონდიციონერების, ბალზამებისა და სხვა დამცავი საშუალებებისთვის. და არ დაგავიწყდეთ შეარჩიოთ მაკიაჟის ფერებიც.
და აუცილებლად, ეს საპასუხისმგებლო საქმე პროფესიონალ სტილისტს მიანდეთ. აუცილებლად გაარკვიეთ, თუ რომელ პროდუქციას იყენებს. ძვირი - ყოველთვის არ ნიშნავს კარგს. ზოგიერთ შემთხვევაში, ისე ხდება, რომ სალონში დიდ თანხას მომსახურებაში ვიხდით და სტილისტი იაფფასიან პროდუქციას იყენებს. ამიტომ უმჯობესია, წინასწარ მოიკითხოთ რა საღებავით გიღებავენ თმას.
ჩემი საბოლოო შედეგით მეც აღფრთოვანებული დავრჩი და ჩემი მეგობრებიც. ძალიან ხშირად მეკითხებიან, საბოლოოდ რომელი საღებავით შემიღებეს თმა და მეც ყველას ვურჩევ, wella professional-ი აირჩიონ, რადგან ის თმის სტრუქტურას არ აზიანებს და ფერსაც დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს.
მთავარი - სწორი არჩევანია! წარმატებულ გარდასახვას გისურვებთ!