გამოცდილი ვიზაჟისტების რჩევები, 7 განსხვავებული ტიპის თვალის ჩრდილი
მაკიაჟის სწორად გასაკეთებლად საჭიროა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნა. გთავაზობთ გამოცდილი ვიზაჟისტების რჩევებს.
1. ფანქარი
ფანქრის კრემისებრი ტექსტურა უფრო ამარტივებს ღებვის პროცესს. წამწამების ხაზის გასწვრივ გააკეთეთ ფართო ხაზი, შემდეგ კი თითის ბალიშებით გაანაწილეთ.
ასევე ფანქარი შეიძლება წაისვა ჩრდილის ქვეშ, რომ შექმნა ბაზა, რომელიც არ მისცემს პიგმენტს საშუალებას, ჩამოშორდეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ფანქრისა და ჩრდილების ფერების შეთანხმება.
2. კრემოვანი ჩრდილები
ბევრ ადამიანს არაფერს მატებს კრემ-ჩრდილები, გოგონები უბრალოდ ფუნჯით ისვამენ მას ქუთუთოებზე. ეს შეცდომაა! ის უნდა დავდოთ ფუნჯის მსხვილ ბოლოზე , ავიღოთ ფუნჯი და დავიწყოთ ქუთუთოზე დატანა უთხელესი ფენებით, თანდათანობით პიგმენტის დამატებით.
3. თხევადი ჩრდილები
არ გამოიყენოთ თხევადი ჩრდილები აპლიკატორთან ერთად. ვერ შეძლებთ რაოდენობის მოზომვას, შესაძლოა ზედმეტი მოგივიდეთ და ვეღარ გადაანაწილოთ სახეზე. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ პროდუქტის წვეთი და ფრთხილად გადაანაწილეთ.
4. ჩრდილი-ჯოხი
საწყენია, რომ ბევრი არასწორად იყენებს ჯოხებს. არადა, რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გამოგონებაა. გადაიტანეთ ჩრდილი ფრთხილად ქუთუთოზე, დახატეთ ჯოხებით ხაზები, შემდეგ გაააფერადეთ თითით და მზადაა.
5. ფხვიერი ჩრდილები
ფხვიერი ჩრდილების ქუთუთოზე დატანის წინ ის უნდა შეაზავოთ წყლის რამდენიმე წვეთთან ერთად პალიტრაზე ან თუნდაც პლასტმასის ფირფიტაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ის წაისვათ ფუნჯით.
6. კომპაქტური ჩრდილები
კომპაქტური ჩრდილები შეგიძლიათ გამოიყენოთ სველ ჩრდილებთან ერთად, ზედმეტი, არასწორად წასმული საღებავის მოსაშორებლად, ხარვეზების გასასწორებლად. ასევე შეგიძლიათ წაისვათ თვალის შიდა კუთხეში, სახის “დაგრძელების” მიზნით.
7. თვალის ჩრდილის ბაზა
ყველაზე მოდური ვარიანტია და ამავდროულად, ყველასთვის არის გამონაკლისის გარეშე. წაისვი თითის დაუდევარი მოძრაობით გელი თვალის ქუთუთოზე. განსაკუთრებით ეფექტურია ღია ვარდისფერი და მეწამული ფერები.