ალბათ, ხშირად გქონიათ უკმაყოფილების განცდა და გაბრაზებულხართ, რომ ფოტოზე კარგად არ გამოიყურებოდით.
ზოგ შემთხვევაში დამნაშავე არა ჩვენი სახე და განწყობა, არამედ არასწორი რაკურსია.
●ნუ დაიჭერთ კამერას ქვედა მხრიდან, რომ ასეთი შედეგი არ მიიღოთ (განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს).
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
●მაკიაჟი გაიკეთეთ შესაბამის განათებაზე, ნუ იჩქარებთ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
●სწორად შეარჩიეთ განათება - დააკვირდით, სინათლე რომელი მხრიდან ეცემა. ზოგჯერ ცუდი განათების გამო ფოტო უფერული და უღიმღამო გამოდის. ამიტომაც საკუთარი თავი აღარ მოგვწონს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
● ეცადეთ, იყოთ ბუნებრივი, არ მიამსგავსოთ „სელფი“ საპასპორტე სურათს და არ გადაიღოთ ფოტო „ევერესტის სიმაღლიდან“, რადგან ფოტოზე თქვენი თავი სულ სხვა ფორმის გამოჩნდება.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
●“სელფის“ გადაღების დროს სულაც არ ამართლებს პოზიცია: „მოდი, თავს ისე დავიჭერ, თითქოს არ ვიცი, რომ ფოტოს ვიღებ“. ამგვარი ფოტოები ხშირად არაბუნებრივი და დადგმული გამოდის.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>