რჩევები
სახის კანის მოვლა შინ მომზადებული ხალხური რეცეპტებით
სახის კანის მოვლა შინ მომზადებული  ხალხური რეცეპტებით
ბალახეული ნაყენები
ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს ასხამენ სათანადო რაოდენობის ცივ ანადუღარ წყალს და 4-12 საათს აჩერებენ. მერე ფილტრავენ და იყენებენ. ცხელი მეთოდით მომზადებისას ნედლეულს ყრიან ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში და სათანადო რაოდენობით ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს. ამ ჭურჭელს ათავსებენ მდუღარე
წყლის აბაზანაში 15 წუთით, თან განუწყვეტლივ ურევენ. მერე აგრილებენ, ფილტრავენ (ან დოლბანდში წურავენ) და იყენებენ. ასეთი ნაყენი თბილ-თბილი უნდა გამოვიყენოთ და თუ გაგრილდა, კი არ უნდა გავაცხელოთ, არამედ შევურიოთ ანადუღარი ცხელი წყალი.

კანისთვის სინორჩის (სიქორფის) მიმნიჭებელი ლოსიონი
მარწყვისა და პიტნის თითო სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი. თავზე დაახურეთ და მთელი ღამით დატოვეთ. დილით გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლში და შედგით მაცივარში. თითის ბალიშებით ან ბამბის ტამპონით დაისველეთ (არ შეიზილოთ!) სახე ამ ნაყენით.
Image result for face care  gif
მათეთრებელი ეფექტის მქონე ვიტამინიზებული ლოსიონი
ერთმანეთში აურიეთ ერთ-ნახევარი გრეიპფრუტი და ორი სუფრის კოვზი არაყი. ჭიქაში ნახევრამდე ჩაასხით ნაღები და კარგად შეათქვიფეთ კვერცხის გული. ეს ორი ნარევი კარგად აურიეთ ერთმანეთში. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ცოტა წყალი. შედგით მაცივარში. ინა­ხება 3-5 დღე.

გამწმენდი და დამატენიანებელი ლოსიონი
მომინანქრებულ ჭურჭელში გასრისეთ მწიფე საზამთროს გული, გააჩერეთ 1 საათი, მერე დოლბანდში გაწურეთ. 2 ჭიქა წვენი გადაასხით მინის ჭურჭელში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი თაფლი და მარილის გადნობამდე ურიეთ. მიღებული მასა გაფილტრეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა არაყი. ეს ლოსიონი მაცივარში 6 თვე ინახება.
გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31