რჩევები
ჭორფლი: სილამაზის ნიშანი თუ ნაკლი? (+ რეცეპტები)
ჭორფლი: სილამაზის ნიშანი თუ ნაკლი? (+ რეცეპტები)
ჭორფლი - გაზაფხულის ნიშანია, ის ქალის ცხვირსა და ლოყებზე მზის პირველივე სხივებზე ჩნდება. არა ერთი ასწლეულია, მამაკაცები კამათობენ: ჭორფლი ქალს უხდება თუ პირიქით - აუშნოებს მას?
მიუხედავად ყველაფრისა, თითქმის ყველა ქალი ცდილობს, მოიშოროს ჭორფლი. ჩემი აზრით, სულ ტყუილად. ბევრი ქალი სწორედ ჭორფლის დამსახურებით გამოიყურება პიკანტურად და ორიგინალურად.

სხვათა შორის, ჭორფლი
სინორჩის ნიშანია, რაც დიდია ასაკით ქალი, მით ნაკლები ჭორფლი აქვს მას, 30 წლისთვის მისი რაოდენობა საგრძნობლად მცირდება, ხოლო 45-50 წლისთვის ის საერთოდ ქრება.

ჭორფლი პრაქტიკულად არ აქვს შვგვრემან ქალბატონებს, მზის სხივის ამ ანარეკლს ქერა ქალბატონები უყვარს, განსაკუთრებით კი ჟღალები.

თუ მაინც გსურთ მოიშოროთ ჭორფლი, ერთი პატარა საიდუმლო უნდა იცოდეთ - ჭორფლს არ უყვარს ვიტამინ ჩ... თუ ეს ვიტამინ ორგანიზმში ჭარბადაა, ჭორფლი ქრება, ამიტომაცაა, რომ ვეგატარიანელებს ჭორფლი არ უჩნდებათ. ჭორფლის გაჩენას ხელს უშლის აგრეთვე PP ვიტამინი, რომელსაც შეიცავს თაფლი, ბოსტნეული და ხილი.

ჭორფლის პრობლემა ისეთივე ძველია, როგორიც ჩვენი სამყარო. ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელი მატრონები ცდილობდნენ მოეშორებინათ სახიდან ჭორფლი და როგორც დოკუმენტები ცხადყოფენ, ძალზედ ეფექტურად იშორებდნენ მას ბალახებისა და სხვა ბუნებრივი საშუალებების მეშვეობით.

ჩვენს დროში უამრავი კოსმეტიკური საშუალება არსებობს ჭორფლის მოსაშორებლად. მაგრამ როცა შესაძლებელია, ბუნებრივი მეთოდებით გავთავისუფდეთ მისგან, რატომ უნდა დავხარჯოთ ფული?!



ხახვის ნიღაბი


ავიღოთ ერთი საშუალო ზომის ხახვი, გავასუფთაოდ და გავხეხოთ, დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ავურიოთ, მიღებული მასა გავანაწილოთ ორ ფენა მარლას შორის და ასე დავიდოთ სახეზე, გავიჩეროთ 10-15 წუთი და ჩამოვიბანოთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

ვაშლის ნიღაბი


1/2 ვაშლი გავთალოთ და გავხეხოთ, გავაჩეროთ 5 წუთით. ზედმეტი წვენი გადავღვაროთ, გახეხილ მასას დავამატოთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად ავურიოთ და დავიდოთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით ან გავიწმინდოთ ყინულის კუბით. უკეთესი იქნება თუ ყინული ოხრახუშის ნახარშით იქნება გაკეთებული.

ნუშის ნიღაბი

1/2 ჭიქა ნუშს დავასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დავახუროთ ხუფი და გავაჩეროთ 5 წუთით. შემდეგ გადავღვაროთ წყალი, წვრილად დავჭრათ ან გავატაროთ ნუში, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. დავიდოთ სახეზე და გავიჩეროთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოვიბანოთ სახე ოთახის ტემპერატურის წყლით.

თაფლის ნიღაბი

2 სუფრის კოვზ თაფლს შევურიოთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, დავიდოთ სახეზე და ზემოდან დავიფინოთ ანადუღარ წყალში დასველებული და გაწურული მარლა, გავიჩეროთ 15-20 წუთი. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ნიღაბის დადებამდე სახეზე წაისვით ზეითუნის ზეთი. კურსი მოიცავს 15 ნიღაბს 2-3 დღის შუალედში.

გრეიპფრუტის ნიღაბი


გავფრცქვნათ და წვრილად დავჭრათ გრეიპფრუტი. საერთო მასიდან ავიღოთ ორი სუფრის კოვზი, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი კეფირი. დავიდოთ სახეზე და გავიჩეროთ 10 წუთით. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით, შემდეგ კი შევისხათ ცივი წყალი. თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მჟაუნასა და მჟავე რძის ნიღაბი


საშუალო ზომის მჟაუნას კონა გავრეცხოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ საერთო მასიდან ავიღოთ 2 სუფრის კოვზი გატარებული მჟაუნა, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი მჟავე რძე, შესაძლებელია მაწონიც ან კეფირი, ავურიოთ და დავიდოთ სახეზე 15 წუთით. ჩამოვიბანოთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

ზაფხულში კანს კარგად ათეთრებს ჟოლოს წვენი


ამისათვის ახალშემოსული კენკრისგან გამოწურეთ წვენი და მინდეთ ამ ლოსიონით სახე დღეში რამდენიმეჯერ გაიწ. შესაძლებელია, წვენი წყლითაც გააზავოთ (1:1-ზე პროპორციით), გაყინოთ და დღის განმავლობაში რამდენჯერაც გაგახსენდებათ, იმდენჯერ გაიწმინდოთ კანი ჟოლოს ყინულის კუბით. ასე თქვენ არა მარტო მოიშორებთ ჭორფლს, არამედ კანს სიქათქათესაც შესძენთ.

- ხალხურ მედიცინაში ჭორფლის მოსაშორებლად იყენებენ ბამბის ზეთს.

- ჭორფლი გაგიფერმკრთალდებათ, თუ მთელი სეზონის განავლობაში კანს კიტრისა და პომიდვრის ნაჭრებით გაიწმენდთ.

დაბოლოს, მოერიდეთ მზეს. ეცადეთ, არ იაროთ თაკარა მზეში და თუ მაინც მოგიწიათ, სახე დიდფარფლიანი შლაპით დაიჩრდილეთ, გარეთ გასვლამდე კი აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი კრემი.
































































































































































































FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
ია
ჭორფლის გაჩენა შეიძლება? შვგვრემანი ვარრ
20:49 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31