რჩევები
კორეელები ფრანგების წინააღმდეგ: როგორ უვლიან თავს და ებრძვიან სიბერეს
კორეელები ფრანგების წინააღმდეგ: როგორ უვლიან თავს და ებრძვიან სიბერეს
კორეაში ახალგაზრდობის კულტია. კორეელი ქალი 18-დან 60 წლამდე მაქსიმალურად ცდილობს, ახალგაზრდულად გამოიყურებდეს. 60 წლის პენსიაზე გადის და ჰობით, სპორტით, ახლობლებთან ურთიერთობით ერთობა, მაგრამ თავის მოვლას არ ივიწყებს.
ფრანგები არ ცდილობენ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ისინი ცდილობენ, კარგად გამოიყურებოდნენ. 70 წლის ფრანგი ქალი არ დაიზარებს და სახეზე წაისვამს ლოსიონს, მკვებავს... ის ზრუნავს ჯანმრთელობაზე
და თავს მოდუნების უფლებას არ მისცემს.

ცხოვრების სტილი

კორეა
Корея
"ჯობია, შეინარჩუნო, ვიდრე იმკურნალო". კორეაში სირცხვილია სიმსუქნე. ასე ანგრევთ ჯანმრთელობას და სხეულს - ფიქრობენ ისინი. თუ იტყვით, რომ არ ვარჯიშობთ, გიჟად ჩაგთვლიან. კორელი ქალი არასდროს იღებს ნამზეურს. სახლიდან გასვლამდე სპეციალურ ნიღაბს იკეთებს, მტვრისა და მზისგან რომ დაიცვას სახის კანი.

საფრანგეთი
Франция
ფრანგი ქალი არ ივარჯიშებს. შეიძლება იოგაზე დადიოდეს, დილაობით დარბოდეს, ცურავდეს, მაგრამ თავს ძალიან არ დაიტვირთავს. ის ყველაფერს სიამოვნებისთვის აკეთებს. მზის აბაზანები უყვართ. მიაჩნიათ, რომ ჭორფლი საყვარელია, ნაოჭები კი ასაკობრივ სიბრძნეზე მიუთითებს.

საკუთარ თავზე ზრუნვა

კორეა
Корея
ჯერ ირბენს, მერე იცურავებს, ისადილებს ვეგეტარიანულ რესტორანში. საღამოს კი - ოჯახთან ერთად.

საფრანგეთი

Франция
ფრანგი ქალი წავა სპა-ცენტრში, სილამაზის სალონში გაიკეთებს ვარცხნილობას. საღამოს კი რომელიმე რესტორანში ივახშმებს.

ბოტოქსი

კორეა
Корея
25-30 წლის ასაკში კორეელი ქალი პირველად იკეთებს ბოტოქსის ინიექციას. შემდეგ წელიწადში სამჯერ გაიკეთებს, რომ გადატკეცილი კანი ჰქონდეს.

საფრანგეთი
Франция
ფრანგი ქალები ბოტოქსს იკეთებენ 40 წლის შემდეგ და ისიც იშვიათად.

კანის მოვლის მთავარი პრინციპი

კორეა
Корея
რეგულარულად დადიან კოსმეტოლოგთან. ყოველდღიურად ისუფთავებენ კანს, იკეთებენ ნიღაბს, მასაჟს და სხვა სასარგებლო პროცედურებს.

საფრანგეთი
Франция
უამრავ კრემს ყიდულობენ: დამატენიანებელს, მკვებავს, ძვირფასი მეტალის ნაწილაკებით, სამკურნალო ექსტრაქტებით და ა.შ. კრემის წასმა ფრანგი ქალისთვის რიტუალია.

საუკეთესო კომპლიმენტი

კორეა
Корея
"ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურები!"

საფრანგეთი
Франция
"მშვენივრად გამოიყურები!"

რაზე ოცნებობენ, რომ მეცნიერებმა გამოიგონონ

კორეა
Корея
შეინარჩუნონ ისეთი კანი, როგორიც 18 წლის ასაკში ჰქონდათ.

საფრანგეთი

Франция
ისეთი მეთოდი გამოიგონონ, რომ არ ინერვიულონ მოახლოებული სიბერის გამო.


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
მწარე
როდისღა მუშაობენ, ამ ყველაფრის თანხას ვინ უხდიიიიით?
07:39 / 30-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ფრანგების მხარეს ვარ,მეც ასე ვფიქრობ:))
23:01 / 23-09-2018
გამოხმაურება / 1 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31