რჩევები
წონაში კლების რეცეპტი ქართველი გოგოსგან, რომელმაც 40 კგ დაიკლო
წონაში კლების რეცეპტი ქართველი გოგოსგან, რომელმაც 40 კგ დაიკლო
ჩვენი მკითხველისთვის დიეტა ყველა სეზონის ყველაზე აქტუალურ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარია. ამჯერად marao.ge-ს საკუთარ გამოცდილებას 22 წლის სალი მაზიაშვილი უზიარებს, რომელმაც 40 კგ დაიკლო. სალი "ფეისბუქის" დახურული ჯგუფის აქტიური წევრია, სადაც გოგონები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და წონის დაკლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავენ.

სალი მაზიაშვილი

- დილით როგორც კი ვიღვიძებ, უზმოზე აუცილებლად ვსვამ
ნახევარ ლიტრ წყალს. ნახევარი საათის შემდეგ ვსაუზმობ. მივირთმევ კვერცხს, მაწონს და ხაჭოს ერთმანეთში არეულს, ან ქატოს ფაფას 0%-იანი რძით.
საუზმიდან ერთი საათის განმავლობაში წყალს აღარ ვიღებ. შუადღისას მივირთმევ გრილზე შემწვარ ქათმის ხორცს სუნელებში, კუჭმაჭს, ქათმის კატლეტს ან მაწვნის წვნიანს.
საღამოს  ვცდილობ, უფრო მსუბუქად ვიკვებო. მართალია, შეზღუდვა არ მაქვს და შემიძლია ისევ მივირთვა ხორცი, მაგრამ მაინც ვამჯობინებ მაწონს, ხაჭოს ან რაიმე მსუბუქ საკვებს. აუცილებელი პირობაა, ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე უნდა დავლიო ნახევარი ლიტრი წყალი და არასდროს ჭამის დროს.

ამ კვებაში ყველაზე კარგია ის, რომ შეზღუდული არ არის საკვების რაოდენობა და მშიერი არასდროს ხარ. ერთ ჭამაზე დაახლოებით 300-400 გრამს მივირთმევდი. თუ მეტს მომთხოვდა ორგანიზმი, ულუფას ვზრდიდი. 40 კგ დავიკელი, თითქმის ერთი ადამიანი...

ძირითადი დატვირთვა არის ცილებზე. დიეტის დროს ძირითადად ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ხორცი, ხაჭო და მაწონი მეჭამა. საოცრად წვავს ცხიმებს ეს პროდუქტები. პირველ რიგში, რაც გახდომაში დაეხმარება ყველა ჭარბწონიანს, არის საკუთარი თავის რწმენა და შემდეგ უკვე სწორი კვება. აუცილებლად უნდა მიიღონ წყალი სწორად, იარონ რაც შეიძლება მეტი. არასდროს მივარჯიშია, უბრალოდ საღამოობით დავდიოდი ძალიან ბევრს, სწრაფი ნაბიჯით.
წყლის დალევა მავიწყდებოდა ყოველთვის. შეიძლება დღე ისე გასულიყო, ერთ ჭიქაზე მეტი არ დამელია. რაც წყლის სწორად სმა დავიწყე, საკმაოდ მალე ვიგრძენი შედეგი. ზოგადად, მარტივად ვიკლებ. ძირითადად ხორცი და რძის პროდუქტი მაკლებინებს. ყოველთვის მასუქებდა ხილი და მაქსიმალურად ვიკავებ თავს.  
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
Mari
Tveshi ramdes ikleb daaxloebit?an shen ramden xanshi daikeli 40 kilogrami?
14:13 / 20-09-2018
გამოხმაურება / 1 /
მარიამი (სტატიის ავტორი)
3 თვეში დაიკლო 40 კგ :)
12:18 / 21-09-2018
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31