რჩევები
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის შინაური რეცეპტი ჩვენი მკითხველისგან
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის შინაური რეცეპტი ჩვენი მკითხველისგან
გთავაზობთ ჩვენი მკითხველის მიერ მოწოდებული სახის ნიღაბს და ამბავს, თუ როგორ დაეხმარა ქალბატონ გ. ს.-ს აღმოჩენილი რეცეპტი.
" -ასაკს ხაზებით დაღარული შუბლი, თვალების ირგვლივ ნაოჭები და ტუჩის კუთხეებთან გაჩენილი ხაზები ყველაზე მეტად გასცემს.

კიდევ უფრო გმატებს წლოვანებას და უკვე მზად ხარ, პრინციპები უკანა პლანზე გადასწიო, უარი თქვა საკუთარ სიამაყეზე და
სახის გამოსაღვიძებლად არც ქირურგიულ ჩარევაზე იტყვი უარს, აღარც ხალხური მეთოდები შეგაშინებს. პირველი არცთუ ისე იაფია, ხალხურ მეთოდებს შორის კი საიმედოს პოვნა მარტივი არააა, თუმცა სანამ შედეგზე ფიქრით თვალებანთებული ეძებ ნიღაბს, შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

მეც ასე ვცდილობდი მეპოვნა მეთოდი, რომელიც ჩემს სახეს ჩვეულ სინაზეს დაუბრუნებდა და ჩემი ნაოჭები აღარავის გაუჩენდა ავტობუსში ადგილის დათმობის სურვილს!

სიმართლე გითხრათ, უამრავი რამ ვცადე, ეფექტური შედეგი კი ძალიან ცოტამ მომცა. მათ შორის ამ უკანასკნელს გამოვარჩევდი, რომელსაც გაგიზიარებთ და გირჩევთ, ერთხელ მაინც სცადოთ ის. ცვლილებას პირველივე ჯერზე შეამჩნევთ.

მერწმუნეთ, ბებიასავით გამოვიყურებოდი, ამ ნიღაბმა კი ჩემს სახეს ხავერდოვანი ელფერი შესძინა.

დაგჭირდებათ:

  • 100 გრამი ნაღები,
  • 1 კვერცხის გული,
  • 1 სადილის კოვზი თაფლი,
  • 2 ს/კ კონიაკი,
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი.

ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 1 საათი. დროის გასვლის შემდეგ მოიწმინდეთ ხელსახოცით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რამდენიმე პროცედურის ჩატარების შემდეგ თქვენი კანი ხავერდოვანი და გადატკეცილი გახდება. აგრეთვე, დაუბრუნდება ლამაზი ფერი და ახალგაზრდული იერი.

ნიღაბის დარჩენილი ნაწილი მინის ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.“
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30