რჩევები
2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრის 5 ტრენდული კოსმეტიკური პროდუქტი
2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრის 5 ტრენდული კოსმეტიკური პროდუქტი
მაკიაჟი ოდითგანვე ქალბატონების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა დროისა და მოდის ცვლასთან ერთად, ისიც მუდმივად სახეს იცვლიდა. ასეა დღესაც. მაკიაჟის გაკეთებისას, სახეზე სწორი აქცენტების დასმა და სახის კონტურების გამოკვეთა ის მთავარი დეტალებია, რომლებიც ქალის სილამაზეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს.
ახლა წარმოგიდგენთ იმ მთავარ კოსმეტიკურ პროდუქტებს, რომლებიც 2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრის ტრენდული მაკიაჟის
გაკეთებაში დაგეხმარებათ.

სასარგებლო რჩევები პროფესიონალებისგან:

ჰაილაითერი


გასული წლიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ჰაილაითერები. ეს ერთგვარი მბზინავი პროდუქტია, რომელიც ყვრიმალების, ცხვირისა და ტუჩის კონტურების “ამონათებაში” დაგეხმარებათ. არსებობს 2 ტიპის ჰაილაითერი: თხევადი და მშრალი. იშვიათ შემთხვევაში ისინი პროდუქტში ერთადაა მოთავსებული, რაც ორმაგ უპირატესობას წარმოადგენს, ვინაიდან შეძენისას ორივე მათგანს იღებთ და შეგიძლიათ პერიოდულად, მაკიაჟის ტიპისა და განწყობის მიხედვით შეარჩიოთ ამ ორიდან ერთ-ერთი.

ლაინერი


ამ წლის მაკიაჟში აღარაა აქტუალური თვალზე ლაინერის სქელი ხაზის სახით წასმა. აქცენტი თვალის ნატურალურ მოხატვაზე კეთდება.
ამაში დაგეხმარებათ ლაინერი ახლა უკვე ექსტრა-წვრილი თავით, რაც საშუალებას მოგცემთ, იგი ბუნებრივად და ამავდროულად,  ადვილად დაიტანოთ ზედა ქუთუთოზე. იდეალური შემთხვევაა, როცა ლაინერი ხანგრძლივი მდგრადობით გამოირჩევა და დღის მანძილზე არ კარგავს თავის საწყის მდგომარეობას.

სახის სკულპტორი


სახის სკულპტორი განკუთვნილია სახის ნაკვთების გამოსაყოფად. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ძალიან მუქი და ღია ფერის კორექტორი, რათა სრულად მოხდეს სახის ოვალის ფორმირება. სკულპტორი, როგორც წესი, აქტიურად გამოიყენებოდა პროფესიონალური მაკიაჟის შესაქმნელად, თუმცა წელს იგი 2018-2019 წლების ყველაზე ტრენდულ პროდუქტად არის აღიარებული.

წარბის კომპლექტი


მოგეხსენებათ, წარბი მაკიაჟის ყველაზე მთავარი ნაწილია. ყველასათვის ცნობილია წარბის ბოლო, გასული წლის ტენდენცია, როცა იგი მაქსიმალურად მსხვილი და უხეში გახდა. ახლა ეს ტენდენცია აქტუალობას კარგავს და მომავალი წელს წარბი შედარებით “ნატურალურ” იერს იღებს. ასეთი ტიპის ეფექტის მისაღებად აუცილებლად დაგჭირდებათ წარბის კომპლექტი - ფანქარი და ფუნჯი, რომლითაც მის კორექტირებას ადვილად შეძლებთ.

ტანის შაიმერი 


დაბოლოს, ზაფხულისა და ჯანსაღი რუჯის შემდეგ იდეალური პროდუქტია მბზინავი ზეთის, ე.წ. შაიმერის გამოყენება კისრისა და დეკოლტეს ზონაზე. განსაკუთრებით - შემოდგომაზე, სანამ ჯერ კიდევ ბუნება თბილი ამინდებით გვანებივრებს და რუჯიც უფრო თვალსაჩინოა.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
სალომე
DELFY საუკეთესო პროდუქტია. ძალიან მომწონს
13:07 / 06-09-2018
გამოხმაურება / 0 /
მაია
მე მომწონს ძალიან ტონალური არის სუპერ, და შაიმერს საღამოს სახლიდან გასვლისას როგორც სუნამოს არ მავიწყდება ისე ეს მბზინავება
12:56 / 06-09-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი