რჩევები
ყველა გოგონასთვის აუცილებელი 10 კოსმეტიკური პროდუქტი, 20 ლარის ფარგლებში
ყველა გოგონასთვის აუცილებელი 10 კოსმეტიკური პროდუქტი, 20 ლარის ფარგლებში
ალბათ სამყაროში არ მოიძებნება მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ვინც საკუთარ გარეგნობაზე ოდნავ მაინც არ ზრუნავს. დღეისათვის ბევრი კოსმეტიკური ბრენდი არსებობს,

რომლებიც თავის მოვლის უამრავ საშუალებას გვთავაზობენ, თუმცა როცა საქმე ფინანსებს ეხება, ხშირად ბევრი რაღაცის ყიდვას ვერ ვახერხებთ.
გთავაზობთ 10 აუცილებელ კოსმეტიკურ საშუალებას, რომელიც ყველა ქალის კოსმეტიკის ჩანთაში უნდა იყოს.
ჩვენ შევარჩიეთ ისეთი

ხელმისაწვდომი პროდუქტები, რომელთა (თითოეულის) ღირებულება არ აჭარბებს 20 ლარს.


1. კონსილერი
ეს კოსმეტიკური პროდუქტი ნამდვილად შეუცვლელია სახეზე გაჩენილი ნაკლოვანებების დასაფარად. კონსილერის საშუალებით მარტივად დაფარავთ თვალის ქვემოთ გაჩენილ სიშავეებს, სახეზე მოულოდნელად გამოსულ მუწუკებს, პიგმენტურ ლაქებს, სიწითლეებს, გაფართოვებულ ფორებს, წვრილ ნაოჭებს და სხვა დეფექტებს. მოკლედ, ეს კოსმეტიკური პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში.


 

2. პრაიმერი
პრაიმერი არის მაკიაჟის ბაზა, რომელიც ათანაბრებს კანის რელიეფს და ამზადებს მას შემდეგი ეტაპებისთვის. პრაიმერის გამოყენების შემდეგ მაკიაჟი გაცილებით კარგად ჯდება სახეზე და არ ჩამოდის დიდი ხნის განმავლობაში.

 

 

3. ტონალური კრემი
ალბათ ყველაზე ცნობილი კოსმეტიკური პროდუქტია. ტონალური საშუალების გარეშე ვერც ერთი მაკიაჟი ვერ იქნება სრულყოფილი. კარგი ტონალური უნდა იყოს მსუბუქი, ჰქონდეს იდეალური დაფარვა და გამოიყურებოდეს ბუნებრივად.

 


4. პუდრა
თანამედროვე პუდრის გამოყენება რამდენიმენაირად არის შესაძლებელი, თუმცა უფრო ხშირად მას მაკიაჟის ფიქსაციის, სახიდან ზედმეტი ბზინვარების გასაქრობად და ტონის კორექციისთვის იყენებენ. მისი წასმისას გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური პუდრის ფუნჯი.

 



5. ფერუმარილი
ფერუმარილი (რუმიანა), ნებისმიერი მაკიაჟის საბაზისო ნაწილია, ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში. მისი დახმარებით სახე იღებს მეტად ნათელ და ჯანსაღ იერს. ფერუმარილის გამოყენება ასევე შესაძლებელია სახის კონტურინგისთვის.

6. ჰაილაითერი
ჰაილაითერი - ბოლო წლების ყველაზე პოპულარული „ბიუთი პროდუქტია“. მისი დახმარებით შეგიძლიათ სახის იმ ადგილების ამონათება, რომელთა ხაზგასმაც გსურთ. ჰაილაითერი ყველაზე ხშირად გამოიყენება: ყვრიმალებზე, ცხვირის ზედაპირზე და ზედა ტუჩის შუა ნაწილში.

 



7. ტუში
ხშირი, გრძელი წამწამები ჩვენს მაკიაჟს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს. ამისთვის ჩვენი კოსმეტიკის ჩანთაში აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს ხარისხიანი ტუში.

 



8. ტუჩსაცხი
ტუჩსაცხი სასურველია რამდენიმე ფერის და სტრუქტურის გვქონდეს, მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს წითელი, გლუვი და მბზინავი.

 



9. ლაინერი
ბევრი გოგონასთვის ლაინერის წასმა არც ისე სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შედეგი ამად ღირს. თუ ძალიან გეჩქარება და გსურს მეტად თავდაჯერებულად გამოიყურებოდე, უბრალოდ წაისვი ლაინერი და შეუდექი საქმეს.

 



10. ჩრდილების პალიტრა
ისევე როგორც ბევრ კოსმეტიკურ საშუალებას, ჩრდილებსაც აქვს თავისი ნაირსახეობები, ისინი შეიძლება იყოს მბზინვარე, მქრალი, მინერალური, ზეთოვანი, ფანქრის ფორმის ა.შ. თვალის ჩრდილები აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე ქალის კოსმეტიკის ჩანთაში.

(R)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ზურა
საკვანძო სიტყვაა თითოეულის (ღირებულება არ აჭარბებს ...).
11:41 / 13-09-2018
გამოხმაურება / 0 /
თეა
დასახელებებზე დააჭირეთ და გადახვალთ პროდუქტებზე
00:53 / 01-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30