რჩევები
5 ჩვევა, რომლებიც ჩვენს კანს აბერებს, ჩვენ კი ამას ვერ ვამჩნევთ
5 ჩვევა, რომლებიც ჩვენს კანს აბერებს, ჩვენ კი ამას ვერ ვამჩნევთ
არ იცავთ კანს სრულად

დერმატოლოგები ამბობენ: მზისგან დამცავი საშუალების უყურადღებოდ გამოყენების გამო კანის 10% დაუცველი რჩება. ეს რომ თავიდან აირიდოთ, პირველ რიგში: წაისვით კრემი სახის კანის ყველაზე „საშიშ“ ადგილებში: თვალების გარშემო, ცხვირთან, კანთან, სადაც თმის ზრდა იწყება, ყურებთან - სწორედ ამ დგილებშია კანი ყველაზე მეტად დაუცველი.

ნიღბებით ზედმეტად ხართ გატაცებული

კვირაში ერთხელ ან ორჯერ შეგიძლიათ გაიკეთოთ სახის ნიღაბი ისე, რომ კანს ზიანი არ მიაყენოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ ის უფრო ხშირად, რადგან ეს გააუარესებს კანის მდგომარეობას.

ზედმეტად დიდი რაოდენობით ყავას სვამთ

კოფეინი შესანიშნავი საშუალებაა და მართლაც აუმჯობესებს გამომეტყველებას, კანი მეტად გლუვი და მკვრივი ხდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოზას არ გადააჭარბებთ: საკმარისია დღეში 300 მლ ყავა.

არასწორად გძინავთ

მაშინაც კი, თუ დღეში 8-9 საათი გძინავთ და კარგად ხართ გამოძინებული, კანისთვის ზიანის მიყენება მაინც შეგიძლიათ, თუ გვერდზე ან მუცელზე ძილს ხართ მიჩვეული. ამ დროს კანი ნაოჭდება, კანზე ზეწოლისას კი, მასზე შესაძლოა საშიში ბაქტერიები მოხვდეს და ანთება გამოიწვიოს. ისწავლეთ ზურგზე ძილი.

არასწორად იღებთ წარბებს

ამოღებისას თმის ღერი შესაძლოა ჩაწყდეს ან კანში ჩაიზარდოს, რაც ანთებას გამოიწვევს. ძველებური პინცეტი ან ცვილი - საუკეთესო საშუალებები წარბის ფორმის კორექციისთვის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31