ადამიანთა უმრავლესობა მოუთმენლად ელის ზაფხულის მოსვლას. ეს გასაკვირი სულაც არ არის. სწორედ ამ სეზონზეა შესაძლებელი, მოაწყო დაუვიწყარი ქორწილი პლაჟზე, დაისვენო კოსმეტიკისა და მძიმე ტანსაცმლისგან და მზეს მიეფიცხო.
მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ზაფხული სიურპრიზებითაა სავსე და ეს სიურპრიზები ყოველთვის სასიამოვნო ვერ იქნება.
დასაწყისისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ზაფხულის პერიოდში არ ღირს კრემის გამოყენებაზე უარის თქმა. კანი მოვლას, ზამთარზე არანაკლებ, ცხელ სეზონზე საჭიროებს. მაგრამ საჭირო სახის კრემის შერჩევა მის შემადგენლობასა და თქვენი კანის ტიპზეა დამოკიდებული.
ზაფხულის კრემები უნდა შეიცავდეს მხოლოდ ყველაზე საჭირო ინგრედიენტებს. ზედმეტი დანამატები ფორებს დაახშობს და კანს „სუნთქვა“ ძალიან გაუჭირდება.
წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებს:
- მცხუნვარე მზე, მისი ულტრაიისფერი სხივები;
- მაღალი ტემპერატურა აშრობს კანს;
- მშრალი ჰავა და მტვერი ახშობს ფორებს;
- კონდიციონერები სახლსა და ოფისში;
- დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება;
- ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით წყლის არარსებობა.
ამ მიზეზების გამო ზაფხულში კანის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და საჭირო საშუალებები შევარჩიოთ.
ზაფხულის სახის კრემის თავისებურებები:
არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ კომპონენტებს და არ უნდა „ამძიმებდეს“ კანს;
უნდა ჰქონდეს მსუბუქი და თხელი კონსისტენცია;
უნდა ატენიანებდეს კანს;
მშრალი კანისთვის მკვებავის ფუნქციაც უნდა გააჩნდეს.
უნდა შეიცავდეს SPF კომპლექსს, რაც მზისგან დაცვას უზრუნველყოფს.
უნდა შეიცავდეს ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს.
უნდა შეიცავდეს მინერალებს და ვიტამინებს (C, E, კალიუმს, თუთიას).
პანთენოლი და ალანოინი კანის საფარს აღადგენს და ულტრაიისფერი სხივებისგანაც დაიცავს კანს.
მიუხედავად იმისა, იპოვით თუ არა იდეალურ კრემს, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციას ითავსებს, ეს მაინც არ იქნება საკმარისი, თუ კანი შიგნიდანაც არ გამოიკვება.
კერამიდები და წყალი
ყველამ იცის, რომ სახის კანისათვის აუცილებელია დღეში მინიმუმ 2 ლ წყლის დალევა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ რამდენი წყალიც უნდა სვა, ის კანის ზედაპირიდან ორთქლდება. კანში წყალს აკავებს კერამიდები, მათი სიჯანსაღისათვის კი აუცილებელია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღება.
ლიპოსომები - ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა. ცოტას სმენია კანში არსებული ლიპოსომების და კერამიდების შესახებ. არადა, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ კანში წყლის შეკავებას, რაც ხელს უწყობს ჰიალურონის მჟავას გამომუშავებას, ის კი, თავის მხრივ, აუცილებელია კოლაგენის და ელასტინის სინთეზისათვის.
პერფექტილი პლუს კანის ფორმულა - სპეციალური ფორმულაა კანისთვის, შექმნილი წამყვანი ფარმაცევტების მიერ.