50 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება, - დარწმუნებულია სარა ჯესიკა პარკერი.
ახლა ის 53 წლისაა, თუმცა, წლების მატების მიუხედავად, მაინც შესანიშნავად გამოიყურება.
როგორც გაირკვა, ჯესიკა პარკერის მოხდენილი სხეულის საიდუმლო მეტად მარტივია. მას სეირნობა უყვარს. არ სარგებლობს ლიფტით და კიბეზე ფეხით დადის, რაც კარგ ვარჯიშს უდრის.
სეირნობის გარდა, მსახიობი ცურავს. ”თუ საშუალება მაქვს, სპორტდარბაზშიც დავდივარ, სადაც ცეკვის ელემენტებით ვვარჯიშობ”.
ფიზიკური აქტიურობის გარდა, სარა კვებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ცდილობს, ყოველდღიურად ჯანსაღად ჭამოს. დღეში ერთი კვების ნაცვლად მსახიობი მხოლოდ ნუშის რძეს და არტიშოკებს მიირთმევს.