რჩევები
ვარსკვლავების ყველაზე გიჟური სილამაზის საიდუმლოებები, რომლებიც რეალურად მუშაობს
ვარსკვლავების ყველაზე გიჟური სილამაზის საიდუმლოებები, რომლებიც რეალურად მუშაობს
ლამაზად დარჩენა ყველა ქალს სურს, რაც ბევრ შრომასაც მოითხოვს. იცით, რა ხერხს მიმართავენ ვარსკვლავები სილამაზის შესანარჩუნებლად?
კიმ კარდაშიანი და... სკოტჩი


ლამაზი მკერდის წარმოსაჩენად, კიმი მკერდზე სკოტჩს იმაგრებს.
სხვათა შორის, ნაოჭების დასამალად, ლედი გაგა სკოტჩს სახეზე იწებებს და ყურის უკან, ან პარიკის ქვეშ მალავს.

ემა სტოუნი და... სოდა


სახისა და ტანის
კანის მოსაწესრიგებლად ემა სტოუნი სკრაბისთვის სოდას იყენებს, რომელსაც საყვარელ გელში ურევს. ეს რჩევა დერმატოლოგებთან გადავამოწმეთ და გვირჩიეს, რომ ასეთ ხერხს მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუ კანი ძალიან დაბინძურებულია და არაუმეტეს ორჯერ კვირაში.

ოლივია უაილდი და კბილის ჯაგრისი


თუ ოლივიას მსგავსად თმა გეპუწებათ, დაასხით კბილის ჯაგრისზე თმის ლაკი, გადაივარცხნეთ და ახლა დაიყენეთ, როგორც გსურთ.
ნიკოლ პოლიცი და... კატის ტუალეტის ჰიგიენური დანამატი
ტელეშოუ "პლაჟის" სკანდალური მონაწილე სკრაბის ნაცვლად კატის ტუალეტის ჰიგიენურ დანამატს იყენებს.

ზოი სალდანა და... მაიონეზი


თუ გსურთ, ლამაზი, ჯანმრთელი და ბზინვარე თმა გქონდეთ, თავის დაბანამდე 15-30 წუთით ადრე თმაზე მაიონეზი წაისვით, როგორც ამას ზოი სალდანა აკეთებს.
სხვათა შორის, მაიონეზის ნიღბებს ბლეიკ ლავილიც იკეთებს.

კეტრინ ზეტა ჯონსი და... ლუდისა და თაფლის ნარევი


ლუდისა და თაფლის ნარევს იყენებს მსახიობი, რათა ხშირი და მოცულობითი თმა ჰქონდეს. მას დაბანილ თმაზე 15 წუთი იჩერებს და შემდეგ თბილ წყალს ივლებს.

ჯენიფერ ლოპესი და... გრეიპფრუტის ზეთი


48 წლის მსახიობი და მომღერალი ლამაზი სხეულის შესანაჩუნებლად ყოველდღე ვარჯიშობს. შიმშილის გრძნობის ჩასახშობად კი გრეიპფრუტის ზეთს მაჯაზე ისვამს და პერიოდულად ყნოსავს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მაია
გიჟური სილამაზე რას ნიშნავს? თუ სილამაზისთვის ჩადენილ სიგიჟეებს გულისხმობდით?
00:20 / 23-07-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31