რჩევები
15 მოდურ ვარცხნილობას ერთ წუთში გაიკეთებთ
15 მოდურ ვარცხნილობას ერთ წუთში გაიკეთებთ
ზაფხულში მოდურ ვარცხნილობას მარტივად გაიკეთებ და ამისთვის სალონში წასვლა არ დაგჭირდება.


ყვავილი



1. ფოტოზე როგორცაა ნაჩვენები, ისე გაიკეთე ნაწნავი.
2. ნაწნავიდან ოდნავ გამოაძრე თმა მხოლოდ ერთ მხარეს.
3. დაიხვიე ნაწნავი თმაზე და სარჭით დაიმაგრე.

ნიჟარა კუდზე


1. თმა ისე გადაინაწილე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
2. მარცხენა და მარჯვენა მხარეს არსებული თავისუფალი
თმიდან ერთი გადმოიტანე კუდის ზემოდან და სარჭით დააფიქსირე.
3. იგივე გაიმეორე მეორე თმითაც. მზადაა.

ხუჭუჭა სიუ


1. გაიკეთე მაღალი კუდი.
2. გაყავი თმა ორ ნაწილად და ორივე დაიხვიე. 
3. დაიცადე, სანამ თმა "გაცივდება" და გაიშალე.

ტვისტი


1. საფეთქელთან დაიწყე თმის დახვევა. წამოიღე და კეფაზე სარჭით დაიმაგრე.
2. იგივე გააკეთე თმის მეორე მხარესაც. ბოლოები თმასთან ერთად ჩამოიშალე.

ორმაგი ნასკვი


1. გაიყავი თმა ორ ნაწილად. განასკვე ისინი.
2. ახლა მეორე ნასკვიც გაიკეთე.
3. ნასკვი სარჭით დააფიქსირე, რომ არ გაიშალოს.

უბრალო ხვეულა


1. ყველა თმა ერთად შეაგროვე.
2. ახლა კი ცენტრთან ახლოს დაახვიე და ლამაზი სარჭით დააფიქსირე.

მსუბუქი ტალღები


1. ნამიანი თმა რამდენიმე ნაწილად დაყავი. თითოეული თითით დაიხვიე და კარგად გააშრე.
2. გაიშალე და მსუბუქად გადაისვი გელი ან თმის ცვილი, რომ ხვეულები შენარჩუნდეს.

კუდი+ნაწნავი


1. თმა ორ ნაწილად გაყავი. ერთი დაიწანი. სასურველია, ფრანგული ნაწნავი გაიკეთო. დააფიქსირე რეზინით.
2. ყველა თმით კუდი გაიკეთე.

ბერძნულ სტილში

1. თმა საფეთქელთან დაიხვიე და სარჭით დაფიქსირე.
2. იგივე გააკეთე მეორე მხარეზეც.

ორმაგი სიმაღლე

1. თმა შეიკარი და მაღალი კუდი გაიკეთე.
2. კუდის ზედა ნაწილი ასწიე და რეზინთან სარჭი მინი-კრაბი დაიმაგრე.  ჩამოსწიე თმა ისე, რომ სარჭი დაიმალოს.

ერთგვერდიანი ვარცხნილობა


1. ყველა თმა ერთ მხარეს გადაიტანე.
2. თმის ზედა ნაწილი სარჭით დააფიქსირე, ქვედა ნაწილი კი შეიკარი.
3. ახლა ჩამოიშალე თმის ზედა ნაწილი და თმა მხოლოდ ერთ მხარეს მოიქციე.

გვირგვინოსანი

1. თმის გრძელი რეზინიანი ლენტი თავზე დაიმაგრე.
2. გვერდებიდან ცოტა თმა აიღე და ლენტში დაიხვიე. თავისუფალი თმიდან რამდენიმე ნაწილი ისე გადაიხვიე ლენტში, რომ რეზინი დაიფაროს.

ხვეულები

1. თმა ორ ტოლ ნაწილად გაყავი.
2. ორივე ჯერ ცალ-ცალკე დაახვიე, შემდეგ ერთად.
3. დაიმაგრე სარჭით.

სამმაგი კასკადი

1 თმა ისე გადაანაწილე, რომ სამი კუდი გაიკეთო.
2. თითოეული კუდი თავისსავე ნასკვში ჩაატრიალე.
3. ახლა კი ზედა კუდი შუაში გამოატარე. ორივე ერთად - ქვედაში.

ორმაგი ნაწნავი

1. დაიწანი ერთი სისქისა და თანაბარი ნაწნავი. ქვედა მხრიდან ერთმანეთთან სარჭებით დაამაგრე.
3. ბოლოები კი უხილავი რეზინით შეაერთე.

რუსუდან გელაშვილი


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი