მუცლის არეში ცხიმის დაგროვება ხშირად გენეტიკითაა განსაზღვრული - დააკვირდით დედის ან ბებიის მუცელს. ხშირად ის მენოპაუზის ან პოლიკისტოზის დროსაც მოულოდნელად ჩნდება.
მასზე გავლენას ახდენს სტრესი და ცუდი ძილი. ბრტყელი მუცლის მიღება შესაძლებელია, მაგრამ ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება.
1. იმოძრავეთ
მუცლიდან ცხიმი ქრება, თუ აერობიკული ვარჯიშით დაკავდებით. სირბილი, ველოსიპედი, ცურვა - ყველაფერი კარგია, რაც გულის რიტმს ზრდის. კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში 20 კმ-ის გარბენა ბრტყელ მუცელს დაგიბრუნებთ, ცხიმი 67%-ით უფრო სწრაფად იწვის, ვიდრე სპორტდარბაზში.
თუ სირბილი არ შეგიძლიათ - იარეთ დღეში 40-60 წუთი.
2. მიირთვით მეტი ცილა
თუ კუნთები და ცხიმოვანი უჯრედები საკმარისად კარგად არ მუშაობენ, ორგანიზმი მეტი რაოდენობით ინსულინის გამოყოფას იწყებს. მას კი ცხიმის რეზერვი სჭირდება, განსაკუთრებით, მუცლის არეში. ცილებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ ამ პრობლემისგან თავის არიდებაში.
3. მიიღეთ პოლიგაუჯერებელი ცხიმები
ისინი კუნთების მასის შექმნას უწყობენ ხელს და არა ცხიმის. შეიცავს თხილი, მზესუმზირა, ავოკადო და თევზი.
4. დაკავდით იოგით
ქალებმა 45 წელზე ზევით, რომლებიც 4 თვის მანძილზე დაკავებულები იყვნენ იოგით, განაცხადეს, რომ წონაში საგრძნობლად დაიკლეს. ხოლო თუ იოგა თქვენი არ არის, შეგიძლიათ ნებისმიერი დამამშვიდებელი ვარჯიში სცადოთ - მაგ: ღრმად სუნთქვა.
5. მეტი იძინეთ
სისტემატურად 5 საათზე ნაკლები ძილი ცხიმის დაგროვებას იწვევს. ძილის ნაკლებობა მადიანობას ზრდის.
6. დალიეთ მწვანე ჩაი
ის შეიცავს კატეხინებს, რაც ცხიმების წვას უწყობს ხელს. საკმარისია დღეში 2-3 ჭიქა.
ანა აგირბა