NATURASIBERICA - არა მარტო ნატურალური, არამედ ორგანული კოსმეტიკაცაა, რომელიც ნამდვილად მუშაობს და მოქმედებს.
ბრენდის შემადგენლობაში შედის შემდეგი ხაზები:
- თმის მოვლის საშუალებები (სხვადასხვა ტიპის თმის შამპუნები, ბალზამები და ნიღბები);
- ტანის მოვლის საშუალებები (აბაზანის მარილი, ტანის ზეთი, აბაზანის გელი, აბაზანის ქაფი, ხელის და ფეხის კრემები);
- სახის კანის მოვლის საშუალებები (გამწმენდი საშუალებები (მუსი, ფლუიდი, ტონიკი), სკრაბი, პილინგი. სხვადასხვა ტიპის კანის დღისა და ღამის კრემები, თვალის გარშემო კანის მოვლის კრემები, სახისა და თვალის ირგვლივ კანის მოვლის შრატები, სახის სხვადასხვა ნიღაბი).
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია GPC - ის , PSP - სა და ფარმაცევტული სახლის სააფთიაქო ქსელში. ასევე, გუდვილსა და კარფურში .
ბრიტანელმა ქიმიკოსებმა გამოთვალეს, რომ ქალები საშუალოდ 20 სახის კოსმეტიკურ საშუალებას მოიხმარენ. სწორედ მათი წყალობით ორგანიზმში წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 2 კილოგრამი მავნე ნივთიერება ხვდება. დროა, ჯანმრთელ ჰიგიენას მივმართოთ, ეს კი გულისხმობს სათუთ დამოკიდებულებას საკუთარი ორგანიზმისა და გარე სამყაროს მიმართ.
სარეკლამო რგოლების ყურების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება შეგვექმნას, თითქოს კოსმეტიკა, რომელსაც ყველგან ვხვდებით, ნატურალური წარმომავლობისაა. ისმის კითხვა, როგორ გამოვარჩიოთ ნამდვილი, ორგანული კოსმეტიკა?
ორგანული კოსმეტიკის 5 თვისება:
1. ორგანიკის 95% შედგება მცენარეული კომპონენტებისაგან, ყოველი მათგანი გადის მკაცრ სერტიციფირებას დაა არ იტესტება ცხოველებზე.
2. ეტიკეტზე განთავსებულია სერტიფიცირების გამცემი ორგანოს ნიშანი და ნივთიერებების პროცენტული შესაბამისობა.
3. ასეთი კოსმეტიკის კონსისტენცია განსხვავდება ჩვეულებრივისაგან: სტაბილიზატორების არქონის გამო და ა.შ. მაგალითად, იმის გამო, რომ შამპუნი არ შეიცავს ნატრიუმის ლაურილ სულფატს (SLS), ძლიერად არ ქაფდება.
4. ორგანული კოსმეტიკის შენახვის ვადა საკმაოდ მცირეა, მისი დამზადებისას არ გამოიყენება ძლიერი კონსერვანტები.
5. როგორც წესი, ორგანული პროდუქციის მწარმოებლები ზრუნავენ არა მარტო მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, არამედ გარემოზეც. ასეთი კოსმეტიკური საშუალების შეფუთვა, ძირითადად, შუშისაა ან ისეთი ნივთიერებისგან შედგება, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება.
ორგანული კოსმეტიკა უკვე მოდის აქტუალურ ტენდენციად იქცა. მას დიდი ხანია იყენებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა: ნატალია ვოდიანოვა, ანჯელინა ჯოლი, ჯულია რობერტსი, უმა თურმანი, კირა ნაიტლი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, მადონა...
ასე და ამგვარად, კოსმეტიკა უბრუნდება ბუნებას, უკვე უპირატესობას ვანიჭებთ ნატურალურ კომპონენტებს; ამ ყველაფერს ახალი ცოდნითა და უნიკალური ტექნოლოგიებით ვუბრუნდებით. ეს სრულიად ახალი ეტაპია კოსმეტოლოგიის განვითარებასა და საკუთარი თავის მოვლაში. ეს არის ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე. სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს, მას მხოლოდ ყოველდღიური მოვლა და ზრუნვა სჭირდება.
R