ბანანი რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ის უამრავ ელემენტს იტევს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მისი ქერქის საიდუმლოებები ცოტამ თუ იცის.
სხვათა შორის, ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ჩემი ბებიისთვისაც ახალი აღმოჩნდა და გაოცებული მიყურებდა, როცა დავიწუწუნე, თავი მტკივა-მეთქი და შუბლზე ბანანის ქერქი გავიკარი, თუმცა „გამაყუჩებლის“ გარდა, მას კიდევ რამდენიმე უჩვეულო გამოყენება აქვს:
1. აკნეს წინააღმდეგ
ბანანის ქერქი შეიცავს С ვიტამინს, კალიუმს, თუთიას, რკინას, რაც მას აკნესთან ბრძოლაში ეხმარება.
• დაიფარეთ ის პრობლემურ ადგილზე 10-15 წუთი და ქერქი ანთებით პროცესებს ჩააქრობს
• ჩამოიბანეთ წყლით
• გაიმეორეთ 2-ჯერ დღეში
2. ნაოჭების წინააღმდეგ
მაშინ, როცა კანი კარგავს ელასტიკურობას, C ვიტამინის შემცველი ბანანის ქერქი მის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.
• დაიფარეთ პრობლემურ ადგილზე ნახევარი საათის განმავლობაში
• ჩამოიბანეთ
• პროცედურა გაიმეორეთ 3-ჯერ კვირაში
3. წმენდს ვერცხლს
• დააბლენდერეთ
• შეურიეთ ნახევარი ჭიქა წყალი
• დაიტანეთ რამდენიმე წუთით ვერცხლზე
4. ანოყიერებს მიწას
• ქერქი დაჭერით პატარა ნაწილებად
• მოათავსეთ სამიზნე ხის ქვეშ
• დაასხით წყალი
5. ათეთრებს კბილებს
• წაისვით კბილებზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი
• პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღიურად
6. აქრობს ნაიარევს
• დაიფინეთ ქერქი პრობლემურ ადგილზე 1 საათზე მეტი დროის განმავლობაში
• გაიმეორეთ ყოველდღე
7. შველის თავის ტკივილს
• საყინულიდან გამოღებული ბანანის კანი მანამ დაიფინეთ შუბლზე, სანამ არ გათბება
8. ატენიანებს შემწვარ ხორცს
• თუ ხორცს ბანანის კანთან შეწვავთ, ის არ გამოშრება