გსურთ მთელი შინაგანი სამყაროს სიმდიდრე მაკიაჟის დახმარებით გამოხატოთ? გამოიჩინეთ სიფრთხილე. მკვეთრი მაკიაჟი ლამაზი, მაგრამ საკმაოდ საშიშია.
ამიტომ, თუ გამოკვეთილი მაკიაჟი გიყვართ, მაგრამ ამასთან, არ გსურთ იაფფასიანი და პროვინციალური შეხედულება გქონდეთ, დაუყოვნებლივ გაეცანით შემდეგ წესებს:
არ გამოიყენოთ ზედმეტი ტონალური კრემი
მკვეთრი მაკიაჟი პირველ რიგში სრულყოფილ, კანის იდეალურ ფერს მოიაზრებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს ზედმეტი ტონალური კრემის გამოყენებას. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე წვეთი.
„არ გაამუქო“
თუ გამოკვეთილი წარბები გსურს, თამამად დაიხატე! მაგრამ არ გადაამეტო: წარბის დახატვა ყველაზე კარგი ჩრდილებითაა. ფანქარი კი ძალიან ფრთხილად უნდა გამოიყენოთ.
არ გადაამეტოთ ტუში
ტუში წამწამებისთვის მკვეთრი მაკიაჟის აუცილებელი პირობაა. თუმცა არ შეიღებოთ წამწამები ზედმეტად ხშირად, ტუშის 10-ჯერ გადასმა ნამდვილად არ ღირს.
არ დააიგნოროთ თქვენი ფერი
მკვეთრი მაკიაჟი გიყვართ, მაგრამ ფერების შეხამების უნარში ეჭვი გეპარებათ? შეარჩიეთ ჩრდილები, რომლებიც თქვენი თვალის ფერსა და ტუჩებს უხდება.
არ „გაწითლდე“
არაბუნებრივ და ვულგარულ შესახედაობას სძენს ზედმეტად მკვეთრი ღია ვარდისფერი ან მუქი რუმიანა.
არ „იბრწყინო“
ჰაილაითერი ნებისმიერ მაკიაჟში უკვდავი ტრენდია. მაგრამ, თუ გგონიათ, რომ ამ მშვენიერ პროდუქტს ვერ გადაამეტებთ, ძალიან ცდებით. პირველი და ყველაზე მთავარი: არც იფიქროთ ჰაილაითერის მთელს სახეზე წასმა.
ნუ მიჰყვებით პრინციპს „ყველაფერი ერთად“
რასაც არ უნდა ამბობდნენ ცნობილი ვიზაჟისტები, მაკიაჟში მხოლოდ ერთი მკვეთრი აქცენტი უნდა იყოს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საუბარია ყოველდღიურ მაკიაჟზე. მაგ: თუ თვალისთვის მკვეთრი ჩრდილი შეარჩიეთ, მაშინ ტუჩებისთვის სრულიად საკმარისია გამჭვირვალე პომადა.
ანა აგირბა