ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ულამაზესი ქალბატონი მაკიაჟის გაკეთებას დიდ დროს ანდომებს, თუმცა ამ შემთხვევაში ფაქტი საპირისპიროს გვიმტკიცებს.
ლიმა ხშირად იმეორებს იმას, რომ ძალიან უყვარს მაკიაჟი და ზოგადად, მთელი პროცესი, რაც ამ საქმეს უკავშირდება.
სუპერმოდელმა ვიდეოს მეშვეობით გაგვიმხილა იმ ხრიკების შესახებ, რომელსაც მაკიაჟის გაკეთების დროს თავად იყენებს. ეს არის საკმაოდ მარტივი და სწრაფი ვიდეოგაკვეთილი. თუ ამგვარ მაკიაჟს გაიკეთებთ, დროს ნამდვილად მოიგებთ.
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კანი დავიტენიანოთ. ამ შემთხვევაში, ადრიანა მაკიაჟის ბაზას და BB კრემს ერთმანეთში ურევს და შემდგომ ინაწილებს სახეზე. მიაჩნია, რომ ამის შემდგომ კანი უფრო გლუვია.
მაკიაჟის გაკეთებისას დაგჭირდებათ BB კრემი, ე.წ. პრაიმერი, თვალის ჩრდილები „Nude“ ეფექტით, ტუში, წარბების გელი, კონტურის პალიტრა და სხვადასხვა ფერის პომადები. ტუჩსაცხების ფერი უნდა შეადაროთ სახის ელფერს და რომელიც უფრო მოგიხდებათ, ის დაიტოვოთ.