აკნე თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. აკნეს განვითარებას ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა, ჰორმონული დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი და ნერვულ–ფსიქიკური აშლილობა.
მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია.
აკნეს მკურნალობა კომპლექსურია და შესაბამისად, დიდ რესურსს საჭიროებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე პრაქტიკული გზა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, სახლის პირობებში აკნეს დასამარცხებლად.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
თიხის ნიღაბი:
• აიღეთ 1 სადილის კოვზი ცისფერი თიხა.
• 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
• 1 ჩაის კოვზი კანედულას ნაყენი.
• გაურიეთ წყალი, რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა.
• მიღებული ნიღაბი დაიდეთ სახეზე და გააჩერეთ 10 წუთის მანძილზე.
• ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
თაფლის ნიღაბი:
• კარგად აურიეთ ერთმანეთში 1(ერთი) სადილის კოვზი თაფლი, 3 (სამი) წვეთი იოდი, ამდენივე წყალბადის ზეჟანგი და 2(ორი) ჩაის კოვზი ალოეს წვენი.
• მიღებული სახის ნიღაბი დაიდეთ სახეზე.
• გაიჩერეთ 15 (თხუთმეტი) წუთის განმავლობაში.
• ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
• გაიმშრალეთ სახე სუფთა პირსახოცით
ასევე, ფორების გასასუფთავებლად ძალიან ეფექტურია თაფლი და დარიჩინი. თაფლი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და საფუძვლიანად წმენდს ჭუჭყს ღია ფორებიდან. 1 სუფრის კოვზი თაფლისა და დარიჩინის ნაზავი მსუბუქად შეიზილეთ პრობლემურ ადგილზე, 3 წუთით წრიული მასაჟი გაიკეთეთ და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. ამის შემდეგ სკრაბი აღარ დაგჭირდებათ.
ალოეს ნიღაბი:
• ალოეს მცენარის ძირიდან მოჭერით რამდენიმე ფოთოლი.
• შეახვიეთ ქაღალდის პარკში და შეინახეთ მაცივარში 1 (ერთი) კვირით.
• გამოიღეთ და გამოწურეთ წვენი.
• გაისუფთავეთ სახე.
• შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში.