რჩევები
როგორ იცვლებოდა ქალის ვარცხნილობა ბოლო 100 წლის მანძილზე
როგორ იცვლებოდა ქალის ვარცხნილობა ბოლო 100 წლის მანძილზე
იყო დრო, როდესაც ვარცხნილობა - რევოლუციად ითვლებოდა. სილამაზის სტანდარტები ყველა ქვეყანასა და ეპოქაში განსხვავებული იყო და წლიდან წლამდე იცვლებოდა. ძველად, კეფამდე პირწმინდად აპარსული თმა - სილამაზის ეტალონად მიიჩნეოდა. ქალები ძალიან დიდ დროს ხარჯავდნენ იმისთვის, რომ ტრენდული ვარცხნილობა ჰქონოდათ. ხშირად სილამაზის დაუნდობელ მეთოდებს მათი თმა ეწირებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის მოვლის
საშუალებებმა სერიოზული ევოლუცია განიცადა, ფენის და თმის უთოს ხშირი გამოყენება თმას ჩვენს დროშიც აზიანებს და თმის ცვენა - ქალის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად რჩება.


მოდით, თვალი გადავავლოთ ბოლო ასწლეულს და ვნახოთ, თუ როგორი იცვლებოდა ვარცხნილობის სტანდარტები:

1. 1900-იანი წლები


მოკლე ვარცხნილობის მოდაში შემოსვლას კინოვარსკვლავ ევა ლავალიერს უნდა ვუმადლოდეთ. ახალმა ტრენდმა თავდაპირველად ნამდვილი რევოლუცია გამოიწვია. ქმრები ცოლებს, რომლებმაც თმა მოკლედ შეიჭრეს, სახლებშიც კი არ უშვებდნენ. ინგლისში კი მოკლევარცხნილობიან ქალებს ბომონდურ ღონისძიებებზე შესვლა ეკრძალებოდათ.

2. 1910-იანი წლები


მოდაში შემოდის ვარცხნილობა „ა-ლა გარსონი“ და "ბუბი-კოპტი". არსებობს ლეგენდა, რომ პირველი ვარცხნილობა კოკო შანელმა, 1917 წელს გაიკეთა.


3. 1920-იანი წლები


„გრძელი თმა ერთ-ერთია იმ მრავალი ხელბორკილიდან, რისგანაც ქალები, როგორც იქნა, გათავისუფლდნენ“ - წერს მომღერალი მერი გარდენი სტატიაში, რის შემდეგაც იჭრის თმას.

4. 1930-იანი წლები


ეს პლატინისფერი ქერების ეპოქაა.

5. 1940-იანი წლები


დაიბადა სტილი - peekaboo. ვარცხნილობა ერთ თვალს ფარავს.

Джессика Рэббит в стиле Вероники Лейк.gif
6. 1950-იანი წლები


ეს „ნიუ ლუკის“ ეპოქაა. ქალები ლამაზ ყვავილებს ემსგავსებიან...


7. 1960-იანი წლები


ჰიპი-სტილი მოდის მწვერვალებს იპყრობს.


8. 1970-იანი წლები


პანკ-როკის და რეგგის ეპოქაა. დამკვიდრდა ცნება - „ანტიმოდა“ - მთავარია, გამოიყურებოდე განსხვავებულად.


9. 1980-იანი წლები


მაღაზიებში გამოჩნდა შამპუნი-ტონიკები. ქალებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება მიეცათ. მოდაში ასევე შემოდის თმის სამაგრები, ბაფთები, აბადოკები.

10. 1990-იანები

ჯენიფერ ენისტონის ვარცხნილობამ - რეიჩელ გრინის როლში, მთელი მსოფლიოს ქალების გულები დაიპყრო. თუმცა, თავად მსახიობი ამ ვარცხნილობას - „ყველაზე მახინჯი ვარცხნილობა, რაც კი ოდესმე მინახავს“ -ასე უწოდებდა.

11. 2000-იანი წლები


"ბობის" ტრიუმფალური დაბრუნება.

12. 2010-იანი წლები

თანამედროვეობის ტრენდი - რიანა ხდება. მოდაში მხრებზე ოდნავ გრძელი თმა შემოდის და აპარსული ცალი მხარე.





ქალები დღესაც ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ ტრენდებს და მოდური ვარცხნილობა ვატაროთ. მიუხედავად იმისა, მაღალი ხარისხის თმის მოვლის საშუალებებს ვიყენებთ თუ არა, თმის ცვენის პრობლემა კვლავ აქტუალურ თემად რჩება. არსებობს ახალი პროდუქტი, ჰეარფოლიკი (ტრიკოლოჯიკი) ქალის #60, რომლის მიღება შეუძლიათ ქალებს 18 წლის ასაკიდან. ის შველის თმის ცვენის პრობლემას, ეფექტურად ებრძვის ქერტლს, ცხიმიან ან მშრალ სებორეას, არბილებს ღებვისგან გაუხეშებულ თმას და ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას, ღერის გამსხვილებას და ბზინვარებას.



პრეპარატის შეძენა შეგიძლიათ სახალხო აფთიაქში.

დაბოლოს, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების! თამამად ცვალეთ იმიჯი. თქვენს თმაზე კი - ჰეარფოლიკი იზრუნებს.







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი