რჩევები
10 ეფექტური და მარტივი ხრიკი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ - საინტერესო ლაიფჰაკები
10 ეფექტური და მარტივი ხრიკი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ - საინტერესო ლაიფჰაკები
ჩვენი ცხოვრება სავსეა როგორც უსიამოვნო, ისე სასიამოვნო სიურპრიზებით. არაერთი ხრიკი არსებობს, რომლის მეშვეობითაც ზოგჯერ დაუჯერებლად კარგი შედეგის მიღებაა შესაძლებელი.

1. მტვრიანი ფენი. ალბათ, ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა ფენი უკანა მხრიდან მტვრით ივსება და ჩართვისთანავე მტვერი იფრქვევა. მის გასაწმენდად უმარტივესი გზა არსებობს. ავიღოთ ძველი ჯაგრისი, მოვხადოთ ფენს თავსახური და მტვრიან ნაწილს იქამდე
გადავატაროთ, ვიდრე თმის საშრობი არ გასუფთავდება.


2. კოსმეტიკის ჩანთა. თუ თქვენი ე.წ. კოსმეტიჩკა ტონალურით ან სხვა რამით დაისვარა, უბრალოდ ამოაბრუნეთ და კბილის პასტა გადაუსვით. ამის შემდეგ მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ სუფთა ხელსახოცით გაწმინდოთ ის. ჯაგრისი და კბილის პასტა ქიმიურ ნაერთებს უსწრაფესად გააქრობს.


3. თუ "რუმიანა" ძირს დაგივარდათ და ნამსხვრევებად იქცა, გული არ გაიტეხოთ. დაუმატეთ მას ცოტაოდენი ალკოჰოლი, კარგად დატკეპნეთ, რათა ერთგვაროვანი იერსახე დაიბრუნოს. დააფარეთ თავსახური და დაელოდეთ შედეგს.


4. თქვენი ფავორიტი ტუჩსაცხი ცოტაოდენიღა დარჩა, მაგრამ ალბათ, გენანებათ მისი გადაგდება. საჭიროა პომადის შიგთავსი ცარიელ ქილაში გადაიტანოთ, დაასხათ ქოქოსის ზეთი და კარგად აურიოთ. ამის შემდეგ კი ცოტა ხნით მაცივარში დადოთ. და აი, ისიც. მბზინავი ტუჩსაცხი მზადაა, რომელსაც თქვენთვის სასურველი ფერი აქვს.


5. თუ ძველი სპონჟი გაქვთ, რომელსაც ვეღარ იყენებთ და სასწრაფოდ ახალი გჭირდებათ, მაღაზიაში გაქცევის ნაცვლად სულ სხვა ხერხი უნდა შემოგთავაზოთ. გაბერეთ ჩვეულებრივი ბუშტი სასურველ ფორმაზე და დაასხით ტონალური. ეს შესანიშნავი გზაა ტონალურის სახეზე გასანაწილებლად.


6. თუ ლაინერი აღარ გვაქვს, საქმე არც ისე ცუდადაა. ალბათ, მოგეპოვებათ "მატოვი" ტუჩსაცხი, რომელსაც მხოლოდ ტუჩზე იყენებთ. ლაინერის ფუნჯით ძალიან მარტივი და ლამაზი პროცედურის გაკეთება შეიძლება, რომელშიც სწორედ "მატოვი" ტუჩსაცხი დაგეხმარებათ და ლაინერის მაგივრობასაც გასწევს.


7. ჰაილაითერის სწორად გადასანაწილებლად სპეციალური ფუნჯია საჭირო, რომელიც შეიძლება ყველა ჩვენგანს არ აღმოაჩნდეს. ავიღოთ "რუმიანის" ფუნჯი და თმის სამაგრებით გავყოთ ორ ნაწილად. შედეგი ნამდვილად კმაყოფილს დაგტოვებთ. გლუვი და ამონათებული ეფექტიც მიღწეულია.


8. სიჩქარეში შეიძლება ტუჩსაცხი ტუჩზე გაგვედღაბნოს და კონტურს გადავცდეთ. იმისთვის, რომ არც დრო დავკარგოთ მის მოცილებაში და კმაყოფილებიც დავრჩეთ, საჭიროა მხოლოდ თეთრი კონსილერის გადღაბნილ ნაწილზე გადატარება. ამ ხრიკს კიდევ ერთი პლუსი აქვს, რადგან ამ ქმედებით ჩვენ ტუჩებს უფრო უკეთ გამოვკვეთთ.

9. თუ მსგავსი თვალის ფანქარი გაქვთ და წვალობთ მის წასმაზე, რადგან გამოშრა, მოაცალეთ პირი და შემოაბრუნეთ. ფანქარს ისეთივე წვეტიანი კუთხე ექნება, როგორიც თავდაპირველად და არც წასმაზე გაწვალდებით.


10. წამწამების ასაპრეხი ხშირად ტუშით იდღაბნება ხოლმე, რის შედეგადაც მასზე მიმხმარი ტუში რჩება, რაც უსიამოვნო და მოუხერხებელია. ნუ გაოცდებით, თუ გეტყვით, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში სანთებელა დაგეხმარებათ. უბრალოდ შეუშვირეთ სანთებელის ალი ასაპრეხზე მიმხმარ ტუშს და ცოტა ხნის შემდეგ სუფთა ხელსახოცით მოაცილეთ. შედეგად ის პრიალა და სუფთა გახდება.


ნათია ხუნაშვილი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31