ყველასათვის ცნობილია, რომ "ამაზონზე" ნივთების შეძენა იმაზე იაფადაა შესაძლებელი, ვიდრე მაღაზიაში, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ კომპანია კიდევ უფრო მეტ შეღავათებს გვთავაზობს.
თუ ამ ვებგვერდზე ბევრს იხეტიალებთ, შეიძლება ახალი აღმოჩენები თქვენც გააკეთოთ, მანამდე კი ჩემსას გაგიზიარებთ:
1. გადაცვალე გამოუსადეგარი ნივთები "ამაზონის" სასაჩუქრე ბარათში
ძველი მობილური, პლანშეტი, გამოუსადეგარი ნივთები, მივიწყებული წიგნები - ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რასაც "ამაზონი" თქვენგან დიდი სიხარულით მიიღებს, სანაცვლოდ კი სასაჩუქრე ბარათს გადმოგცემთ.
2. "ამაზონის" შეღავათები სტუდენტებს
"ამაზონი" სტუდენტებს 6 თვის განმავლობაში უფასო წევრობის უფლებას აძლევს, რაც გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს მათ. 6 თვის შემდეგ, თუკი წევრობის უფლება კვლავ აქვთ, მათ შემდეგი 4 წლის განმავლობაში საწევროს მხოლოდ ნახევრის გადახდა მოუწევთ.
3. აუთლეტი
"ამაზონის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატეგორია ჩამოფასებული პროდუქციის სათავსოა, სადაც უამრავი რამ ძალიან იაფად, -80%-ადაც კი გელოდებათ.
4. დაიბრუნე თანხა, თუკი შეძენილმა ნივთმა ჩამოსვლა დააგვიანა
თუკი ჩამოტანის ფასი გადახდილი გაქვს და ნივთი დროულად ვერ მიიღე, 1 თვის განმავლობაში შეგიძლია, მოითხოვო ჩამოტანის საფასურის უკან დაბრუნება. ნივთს კი მოგვიანებით მიიღებ.
5. თუკი აღნიშნულ ნივთს სხვა ონლაინმაღაზიაში უფრო იაფად იპოვით, "ამაზონი" გიბრუნებთ თქვენ მიერ გადახდილ ზედმეტ თანხას. ესეც "ამაზონზე" შოპინგის ერთ-ერთი პლუსია.

ტოპ-5 საიტი, სადაც ტანსაცმლის შეძენა 2-5 დოლარად შეგიძლიათ