მართალია, ლარიან მაღაზიაში ბევრი პროდუქტის შეძენა სახიფათოა, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ აქ უნდა ვიყიდოთ, რათა ზედმეტი ფული არ გადავყაროთ:
1. შამპუნი
ხშირად იაფფასიანი შამუნი ბრენდულზე უკეთესია. მათი დამზადების მეთოდები თითქმის იდენტურია, სხვაობა მხოლოდ ფასში და არომატიზატორებით გაჯერებულ სუნშია.
2. დეკორაციები
რა მნიშვნელობა აქვს, სახლის მოსართავად ძვირად ღირებულ ნივთებს გამოვიყენებთ თუ თანხას დავზოგავთ და ვიზუალურად თითქმის ისეთივეს ლარიან მაღაზიაში შევიძენთ?
3. მისალოცი ბარათები და სასაჩუქრე ყუთები
ამ უკანასკნელთა ფასი სამი ლარიდან იწყება, როცა ლარიან მაღაზიაში იმავე ფასად 3 ცალს იყიდით და განსხვავებასაც ვერ შეამჩნევთ.
4. საკანცელარიო ნივთები
მათი ლარიან მაღაზიაში შეძენა ფულის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
5. საწმენდი საშუალებები
ჭურჭლის ღრუბლებსა და სახეხ სინებს შორის განსხვავებას ვერ იპოვით, ეს მხოლოდ თქვენს საფულეზე აისახება.
რა არ უნდა იყიდოთ "ლარიანების მაღაზიაში"?