ზოგჯერ სამედიცინო პრეპარატს იმაზე მეტი დანიშნულება აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია.
დღეს ასპირინის არადანიშნულებისამებრ გამოყენებას გასწავლით.
1. ლარნაკში, რომელშიც ცოცხალი ყვავილები გაქვთ ჩაწყობილი, ასპირინის 1 აბი ჩაფხვენით და თაიგული უფრო დიდხანს გაძლებს.
2. თუ მცენარეთა საფარს სოკო გაუჩნდა, ასპირინის 1 აბი ჩაფხვენით ლიტრ წყალში და მოასხით პრობლემურ ნიადაგს.
3. თუ ავტომობილი არ იქოქება, განსაკუთრებით, დაბალ ტემპერატურაზე, ასპირინის ნახევარი აბი გახსენით გაფილტრული წყლით სავსე ქილაში. ასპირინი რეაქციაში შევა ელექტროლიტთან და მანქანა დაიქოქება.
4. ასპირინი სამოსიდან მოაცილებს ოფლის ლაქებს. ამისათვის ასპირინის 2 აბი ჩაფხვენით ნახევარ ჭიქა წყალში. მასში დაალბეთ ლაქიანი მაისური და 3 საათის გასვლის შემდეგ ჩვეულებრივი წესით, ფხვნილით გარეცხეთ.
5. მუწუკების მოსაშორებლად წყლისა და ასპირინისგან გააკეთეთ ფაფა და წაისვით პრობლემურ ადგილზე. ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით.
6. კოჟრების მოცილებაშიც ასპირინი დაგეხმარებათ. 5-6 აბი ნახევარ ჩაის კოვზ ლიმონის წვენში ჩაფხვენით (საჭიროებისამებრ, დაუმატეთ წყალი). ფაფისმაგვარი კონსისტენცია უნდა მიიღოთ. წაისვით კოჟრზე, შემოიხვიეთ ქსოვილის ხელსახოცი, ზემოდან - პოლიეთილენის პარკი. 10-15 წუთის გასვლის შემდეგ პემზით დაიმუშავეთ პრობლემური ადგილი.
7. ბზიკის/კრაზანის ნაკბენზე წყალში ჩამბალი ასპირინი წაისვით.
8. აუზის წყალი დიდი რაოდენობით შეიცავს ქლორს, რომელიც აზიანებს შეღებილ თმას. აუზიდან დაბრუნებულმა თმაზე ასპირინიანი წყალი გადაივლეთ (6 აბი ჭიქა წყალზე). 15 წუთის შემდეგ კი შამპუნით დაიბანეთ.
9. ასპირინის სახის ნიღაბი მოგაცილებთ ზედმეტ ცხიმიანობას, გაგითეთრებთ კანს, შეგიმცირებთ წვრილ ნაოჭებს. კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასპირინი (1-2 აბი) შეურიეთ არაჟანსა და თაფლში (1 სადილის კოვზი). წაისვით კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და 1-2 წუთი წრიული მოძრაობებით დაიმუშავეთ. ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
რუსუდან გელაშვილი