მკერდი ქალის ღირსებაა. ის მოვლილი და ლამაზი უნდა იყოს. გავიგოთ, რას ვაკეთებთ არასწორად, რათა დიდი ხნით შევძლოთ მოხდენილი მკერდით თავის მოწონება.
1. არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი
აუცილებლად თქვენი მკერდის ზომის უნდა იყოს. მან კარგად უნდა დაიჭიროს მკერდი. ის კუნთოვანი ქსოვილი არაა. თუ ვარჯიშობთ, შეარჩიეთ სპორტული ლიფი.
2. არ სვამთ წყალს
დღეში 2-3 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. უგაზო წყალი აუცილებელია მკერდის კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
3. მზისგან არ იცავთ
მკერდის ზონა განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. მზე აჭკნობს კანს სახეზე, სხეულზე და რა მოუვა მკერდს, სადაც უნაზესია კანია, თუ მზის სხივებს მიუშვერთ?
4. ეწევით
მრავალწლიანი კვლევით დადგინდა, რომ სიგარეტის მოწევა კოლაგენის ბოჭკოების მოდუნებას უწყობს ხელს. შედეგად, თუ სიგარეტს არ გადააგდებთ, სექსუალური დეკოლტეთი ვეღარ მოიწონებთ თავს.
5. წონის მოკლება-მომატება
თუ მუდამ ექსპერიმენტებში ხართ და უამრავი დიეტა გამოსცადეთ წონის დასაკლებად, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი მკერდი ფორმას დაკარგავს.
6. არ ვარჯიშობთ
მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ საშუალო ზომის ქალის მკერდი დაახლოებით 400 გრამს იწონის. თავად მკერდი კუნთი არაა. ის მკერდის კუნთზეა განლაგებული და თუ გსურთ, მაღლა აწეული მკერდი გქონდეთ, მკერდის კუნთი უნდა ავარჯიშოთ.