სწრაფი და მარტივი მაკიაჟი 5 წუთში - “Victoria Secret“-ის მოდელისგან (ვიდეოინსტრუქცია)
როუზი ჰანთინგტონ უაითლი ბრიტანელი მოდელია, რომელიც “Victoria’s Secret“-ის ჩვენებებიდან კარგად გემახსოვრებათ. იგი ახალბედა დედაა და კიდევ უფრო მეტად ცდილობს, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს.
ახლახან გავრცელდა ვიდეო, სადაც მოდელი ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვენებს, როგორ უნდა გავიკეთოთ იდეალური მაკიაჟი, რომელიც ამავდროულად, ბუნებრივად გამოიყურება.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი მან ზუსტად 5 წუთში ჩაატია.

ადვილად შესამჩნევია ის, რომ როუზი ზებუნებრივად მიმზიდველია და განსაკუთრებით, წარბები, ტუჩები და თვალის ფერი გამოკვეთს მის სილამაზეს.

●პირველ რიგში, სახე უნდა დავიტენიანოთ „კოდალის“ ე.წ. სილამაზის ელექსირით. როგორც როუზი ამბობს, კანი ამ პროცედურის
შემდეგ უფრო გლუვი და ნათელი გახდება.

●შემდეგი ნაბიჯია BB კრემი, რომელსაც თვალის უპეებზე, ქუთუთოებსა და ლოყებზე გავინაწილებთ. როუზი გვეუბნება, რომ ამ კრემის მეშვეობით სახეზე „ბავშვის კანის“ ეფექტს მივიღებთ და ბუნებრივ ელფერსაც მოგვანიჭებს.

●აქვე, აუცილებელია დავიტენიანოთ ტუჩები ტუჩის ბალზამით და სახეზე წავისვათ კორექტორი (მცირე რაოდენობით).

●მნიშვნელოვანია წარბებისთვის ე.წ. წარბების გელით ბუნებრივი ელფერის მიცემა და სახეზე კონტურების გამოყვანა.

●ამის შემდეგ წამწამებზე ტუშს დავიტანთ. უნდა ვეცადოთ, ისეთი ტუში შევარჩიოთ, რომელიც ტალღოვან ეფექტს თავიდან აგვარიდებს.

●თუ თვალის ჩრდილის წასმას გადავწყვეტთ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად დამჯდარ, თითქმის შეუმჩნეველ ფერში. ეს ნაბიჯი დროს აღარ დაგვაკარგვინებს, რადგან მსგავსი ფერის ჩრდილები ჩასწორებას არ საჭიროებს.

●ამასთანავე, ლოყებს შევივარდისფრებთ და სახეს ჰაილაითერით ამოვანათებთ.

●ვიდრე მაკიაჟს დავასრულებდეთ, ტუჩებზე კონტურს წავისვამთ. ტუჩსაცხი უნდა იყოს ტუჩის ფერთან მიახლოებული და დღის სადა მაკიაჟიც მზადაა!
„ თქვენ დანიშნულების ადგილას დათქმულ დროს მიხვალთ და მაკიაჟის გამო აღარ დაიგვიანებთ. ამასთანავე, უმაკიაჟოდ წასვლაც არ მოგიწევთ დროის უქონლობის გამო“, -ამბობს როუზი ჰანთინგტონ უაითლი.

ნათია ხუნაშვილი

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა მოხდება, თუ კოსმეტიკაზე უარს იტყვით
11:18 / 21-04-2018
ჩვენი ორგანიზმი იძულებულია გამოიმუშაოს სპეციალური ჰორმონი, რომელიც საშიში ქიმიკატების გადამუშავებაში დაეხმარება.
საპნის ნატეხის გამოყენების 10 უჩვეულო მეთოდი
20:20 / 20-04-2018
საპნის ნატეხს ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ვიყენებთ. ასე უკვე თითქმის არავინ იბანს, რადგან არსებობს დუშგელები და თხევადი ხელსაბანი საშუალებები.
როგორ გაუმკლავდეთ ასაკობრივ ცვლილებებს 40 წლის შემდეგ
13:30 / 19-04-2018
ყველაფერი შეუმჩნევლად იწყება. ერთ დღესაც ხვდები, რომ დროა, სათვალე იყიდო, რადგან კითხვა არაკომფორტული გახდა. შემდეგ იწყება მენოპაუზა და ყველაფერი თანდათანობით იცვლება. ამ ცვლილებების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, ამისთვის მზად იყოთ.
როგორ მოიშოროთ შავი წერტილები ვაზელინისა და საკვების შესაფუთი პარკის საშუალებით
15:10 / 18-04-2018
გარკვეული დროის უკან Beauty-ბლოგერმა ფეიამ, რომელსაც heyitsfeiii -ს სახელით Youtube -ზე მიჰყავს არხი, ატვირთა ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახეზე.
ტუჩის ბალზამის გამოყენების უჩვეულო ხერხები
12:13 / 18-04-2018
ტუჩის ბალზამის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება. ალბათ, ფიქრობთ, რომ ბალზამის ცხიმიანი კონსისტენცია ტუჩების გარდა არაფერს მოუხდება. ხშირად ასეც არის, მაგრამ არსებობს ერთი პატარა ხრიკი: უნდა შეარჩიოთ ბალზამი ჰომეოპათიური დოზებით.
 ყველაფერი ლაზერული ეპილაციის შესახებ: რომელი სახეობა უნდა ავირჩიოთ, რომ არასასურველი თმისგან სამუდამოდ გავთავისუფლდეთ
13:01 / 16-04-2018
სილამაზისკენ სწრაფვის სურვილი ქალში გენეტიკურადაა ჩადებული. ისტორიკოსები და არქეოლოგები ადასტურებენ, რომ ქალები გარეგნობაზე უძველესი დროიდან მოყოლებული ზრუნავენ.
როგორ შევარჩიოთ თვალის ჩრდილები - თვალის ფერის მიხედვით (ინფოგრაფიკა)
11:11 / 14-04-2018
წარმოგიდგენთ ინფოგრაფიკას, რომლის მიხედვითაც შეძლებთ გაიგოთ, თუ რომელი ფერის თვალის ჩრდილებია თქვენთვის იდეალური.
8 უცნაური რჩევა, რომელიც რეალურად მუშაობს
12:05 / 13-04-2018
უსაფუძვლო რჩევებით ტვინის ადუღება გარშემო მყოფების საყვარელი საქმიანობაა. ჩვენ ისეთი რჩევები მოგიმზადეთ, რომლებიც საინტერესოცაა და რეალურად გამოსადეგიც...
მსუბუქი რუჯი სახეზე, მარტივად მოსამზადებელი ნიღბით
15:26 / 11-04-2018
იმისათვის, რომ კანს ჯანმრთელი რუჯისფერი მიანიჭოთ, გაიკეთეთ შემდეგი ნიღაბი:
როგორ უნდა აუხსნათ სტილისტს, როგორი ვარცხნილობა გსურთ, სარკეში ჩახედვის მერე რომ არ იტიროთ
14:27 / 11-04-2018
იმაში, რაც არ მოგწონთ შეჭრასა და შეღებვაში, ყოველთვის სტილისტი არაა დამნაშავე.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი