იმაში, რაც არ მოგწონთ შეჭრასა და შეღებვაში, ყოველთვის სტილისტი არაა დამნაშავე.
ვისთან ჩაგწეროთ, ტოპ-სტილისტთან თუ ჩვეულებრივთან?
სტილისტისა და ტოპ-სტილისტის ცოდნა შეღებვა-შეჭრას შორის შეიძლება განსხვავდებოდეს. არავინ მოგცემთ გარანტიას, რომ რომელიმე ქორწილისთვის ან ფოტოსესიისთვის გაგალამაზებთ. თუ თქვენთვის შეჭრა ან შეღებვაა მნიშვნელოვანი, იმ სტილისთან ჩაეწერეთ, რომელიც ამ მიმართულების სპეციალისტია.
მოკლედ შემჭერი
ეს ფრაზა ფრთხილად უნდა წარმოთქვათ. თქვენთვის მოკლე და სტილისთვის მოკლე - ეს სხვადასხვა ცნებებია. არც სანტიმეტრი მოიშველიოთ. ხელით აჩვენეთ, სადამდე გსურთ, რომ შეჭრილ-გამშრალი თმა გქონდეთ.
გამალამაზეთ
დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი და თქვენი სტილისტის გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა? უმჯობესია, ფოტო წაუღოთ, ვისი ვარცხნილობაც და თმის ფერიც მოგწონთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სახის მოყვანილობა, თვალისა და კანის ფერი.
ნუ ხართ ჩუმად
პარიკმახერი ექსტრასენსი არაა და თავად ვერ მიხვდება, თქვენ რა სურთ. ნუ დაგეზარებათ რამდენჯერმე ახსნა. შეგიძლიათ, სთხოვოთ, რომ გაგიშროთ თმა, ნახოთ ცვლილება, შესასწორებელი ადგილები აღმოაჩინოთ და გააგრძელებინოთ შეჭრა.
მოუყევით თმის შესახებ
თმა გამოგიშრათ, გაგითხელდათ, დაუმორჩილებელია - ეს დაეხმარება სტილისტს, შეგირჩიოთ სწორი ვარცხნილობა და სტილი.
ნუ მიხვალთ სალონში თავდაუბანელი და თმაშეკრული
პარიკმახერი უნდა მიხვდეს, როგორი ვარცხნილობა გაქვთ ყოველდღიურად და შეგირჩიოთ სათქვენო.
იყავით რეალისტი
თუ თმას ყოველდღიურად არ უვლით, არ იხვევთ/ისწორებთ, ნუ გექნებათ იმედი, რომ ისეთ ვარცხნილობას მიიღებთ, როგორც ვარსკვლავის ფოტოზეა ნაჩვენები.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ მოკლე თმის შემთხვევაში სალონს ხშირად უნდა ესტუმროთ; გრძელ თმას თუ ატარებთ, წელიწადში ოთხჯერაც შეგიძლიათ შესასწორებლად მიხვიდეთ.