მეზობლის ბავშვები ხომ იცით, უცებ იზრდებიან, მაგრამ ეს ჩემი მეზობელი მართლა უცნაურად მალე ამაღლდა (პირდაპირი მნიშვნელობით).
არა მხოლოდ ჩემს, არამედ მთელი სამეზობლოს თვალში. კითხვაზე, თუ რა არის მისი საიდუმლო, ზემოდან დაგვხედავს ხოლმე და ამაყად გვპასუხობს: - გენეტიკა. მართალია, მას გრძელი ფეხები აქვს, მაგრამ ტყუილს, დედამისს, მამამისს და მის ძმას - მოკლე. ამიტომაც გადავწყვიტე, დავკვირვებოდი და ჩემით გამერკვია, რას გვიმალავდა. რამდენიმე საინტერესო რამ მალევე აღმოვაჩინე:
1. ეს ჩემი აშხვართული მეზობელი დღეში ნახევარი საათით მაინც შემორბის სტადიონზე და კალათბურთს თამაშობს.
2. წელში ყოველთვის გამართული დადის და გადაკოცნის დროსაც კი პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს.
3. ეზოში გვიანობამდე არასდროს რჩება და როგორც გავიგე, ღამის 11 საათზე უკვე სძინავს.
4. ერთხელ ისიც მითხრა, არასდროს მომიწევია სიგარეტიო. ეს მოზარდის ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
5. სხვათა შორის, გრძივზოლიან მაისურში ერთიორად უფრო მაღალი ჩანს.
6. ნარინჯისფერ ბოსტნეულს მიირთმევს. განსაკუთრებით სტაფილო უყვარს.
ეს მხოლოდ დასაწყისია, დანარჩენ ხრიკებსაც აღმოვაჩენ და გაგანდობთ.
მანამდე ამ მასალებს გაეცანით:
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას - პროფესორის რჩევები
სიმაღლეში გასაზრდელად ნარინჯისფერი ბოსტნეული მიირთვით
სიმაღლეში გასაზრდელი ხალხური რეცეპტი
გამოთვალეთ, არის თუ არა თქვენი შვილის სიმაღლე ასაკის შესაბამისი
მარიამ ელიაშვილი