აბუსალათინის ზეთი - ეს ის ჯადოსნური საშუალებაა, რომელიც აღგიდგენთ ჯანმრთელ თმას თავზე, წარბებს და წამწამებს.
ის იაფი, მაგრამ საოცრად ეფექტური საშუალებაა.
თმის სამკურნალოდ აბუსალათინის ზეთი ქოქოსის ან ზეითუნის ზეთით გააზავეთ (1:1), რადგან ძალიან სქელია. წაისვით სუფთა თმაზე, შეიზილეთ თმის ძირებში, გადაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და ერთი საათი გაიჩერეთ. ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში ორჯერ გაიკეთოთ.
თუ თმა დაზიანებული, მტვრევადი და გამომშრალი გაქვთ, შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთი მთელი ღამეც გაიჩეროთ. ამისთვის, თავზე ჯერ პოლიეთილენის პარკი უნდა შემოიხვიოთ, შემდეგ პირსახოცი ან ქუდი დაიხუროთ.
რუსუდან გელაშვილი
ის დაბრუნდა! ნაჭრის თმის სამაგრები კვლავ მოდაშია!