შენ მას იცნობ: იცი, რომ ჭამს ხშირად ნაყინს; ისიც იცი, რომ ყოველთვის სალათას არ უკვეთავს რესტორანში; ერთი სიტყვით, თავს არაფრით იზღუდავს. გაინტერესებს, რატომ არ სჭირდება მას დიეტა? მას თავისი საიდუმლოებები აქვს და აი, ისინიც:
1. ყველა დღე განსაკუთრებული არ არის
სამსახურში მიტანილი პატარა სასუსნავები, რესტორანში მირთმეული ერთი გემრიელი და ნოყიერი კერძი, ტორტის ნაჭერი მეგობრის დაბადების დღეზე - ასეთი შემთხვევები ხშირია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ სიამოვნებების შემდეგ დიეტაზე დაჯდომა გვიწევს. ამიტომაც გამოიყენეთ ეს პატარ-პატარა ხრიკები იმ ქალებისგან, რომლებიც დიეტაზე არასოდეს არიან და წონაში არ იმატებენ. მაგალითად, გაჭერით თქვენი ბრაუნი შუაზე და გაუყავით იგი თქვენს მეუღლეს, სამსახურში თქვენი ორცხობილები ჩამოატარეთ და ყველას გაუზიარეთ, ტორტის მირთმევით კი აღნიშნეთ მხოლოდ თქვენი დაბადების დღე და არა ყველასი.
2. ილაპარაკეთ ბევრი სადილის დროს
დიახ, თქვენ ზიხართ მაგიდასთან იმისთვის, რომ მიირთვათ საჭმელი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ გვერდით თქვენი მეგობრებიც არიან. ჭამის დროს საუბარი გიბიძგებთ ნელა ჭამისკენ. ნელა ჭამის დროს კი დანაყრების შესახებ ინფორმაცია ტვინამდე მისვლას ასწრებს, შესაბამისად, ბევრს არ შეჭამთ.
3. არ დაკარგოთ დრო დიეტური საკვების ძიებაში
საჭმელები, რომლებსაც აწერია დაბალი ცხიმიანობა ან ცოტა კალორიები - ძალიან გვხიბლავს. თუმცა, ასეთი საჭმელებიც კი, ხანდახან, იწვევს წონაში მატებას. იმისათვის, რომ ცხიმიანობა მინიმალურ დონეზე დაიყვანონ საკვებში, მწარმოებლები მათ ანაცვლებენ შაქრით, მარილით ან სხვა მსგავსი ნივთიერებებით. ქალები, რომლებიც დიეტაზე არ არიან, აკვირდებიან საკვების შემადგენლობას და ერიდებიან შაქრის ან მარილის გადამეტებულ რაოდენობას. ამიტომაც მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას და არა გარედან დაწერილ დაბალ კალორიებსა და დაბალ ცხიმიანობას.
4. არცერთი საჭმელი არ არის "ცუდი"
არ არის სწორი, ტირამისუს ვუწოდოთ "ცუდი", ხოლო კომბოსტოს - "კარგი". რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც ცდილობდნენ მიეღოთ ნაკლები შოკოლადი, რეალურად უფრო მეტს ჭამდნენ. როდესაც შენს თავს უკრძალავ რაღაცის ჭამას, სწორედ ეს აკრძალული საკვები გინდება ყველაზე მეტად. თუმცა, შემდეგ თქვენი თავით უკმაყოფილო ხართ, რადგან დაარღვიეთ დიეტა. ჯობია, ამოიღოთ თქვენი ლექსიკონიდან "ცუდი" საჭმელი, რათა უფრო კარგ ურთიერთობაში იყოთ საკვებთან.
5. არ მოიკლოთ ძილი
როდესაც დაკავებული ხართ, ერთადერთი რამ რაც თქვენს ენერგიას აღადგენს, არის ძილი. ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი, რაც ხელს უწყობს წონაში მომატებას. ეს ჰორმონი ასევე გიბიძგებთ ჭამოთ უფრო კალორიული საკვები, ვიდრე ჩვეულებრივად მოგინდებოდათ. ამას გარდა, გამოუძინებელს იმის ძალაც არ გექნებათ, რომ ივარჯიშოთ.
6. არ დასაჯოთ საკუთარი თავი
როდესაც ცოტა ხნის წინ ჭამეთ ჩიზბურგერი და მასთან ერთად კარტოფილი ფრი, ნუ დასჯით თქვენ თავს. უბრალოდ, დადეთ პირობა, რომ შემდეგში აღარ შეჭამთ და გააგრძელეთ ცხოვრება. თავდაჯერებულობის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კვების დარღვევები და შედეგად მოიმატოთ წონაში.
7. თავი აარიდეთ დიეტურ სასმელებს
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი კვლევა ადასტურებს, რომ დიეტური სასმელები არ ახდენს ზეგავლენას წონაზე, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ასეთი სასმელები პირიქით, გიღვიძებთ შიმშილის გრძნობას. დიეტური სასმელები ტვინს მეტ შაქარს ანდომებს, ბევრი ადამიანი მასზე დამოკიდებულიც კი ხდება.
8. ჩაატარეთ ექსპერიმენტები სამზარეულოში
ჯანსაღად კვება არასდროს არაა მოსაწყენი, თუ საკვებს თავად ამზადებთ. ექსპერიმენტების ჩატარება სამზარეულოში ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიყვართ საჭმელების კეთება. სცადეთ და ზეთი ჩაანაცვლეთ სხვა ნატურალური ცხიმით, მაგალითად, ავოკადოთი. დაამატეთ ცხარე წითელი წიწაკა, რომელიც გეხმარებათ დაწვათ კალორიები. შემწვარი ქათმის მაგივრად, სალათას დაუმატეთ სხვადასხვა მწვანილი, სალათის ფოთლები, ნიორი და სხვა სანელებლები.
9. არ დაითვალოთ კალორიები
იმაში, თუ როგორ მოიხმარს თქვენი ორგანიზმი 1000 კალორია არაჯანსაღ საკვებსა და 1000 კალორია ჯანსაღ საკვებს, დიდი განსხვავებაა. იმის გამო, რომ კალორიების მაქსიმალურ რაოდენობას გადააჭარბებთ, შეიძლება უარი თქვათ ისეთ საჭირო საკვებზე, როგორებიცაა, მაგალითად, თევზი, ავოკადო, ზეთისხილისა და ქოქოსის ზეთი, ნუში და შავი შოკოლადი. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ, რამდენად სავსეა თქვენი თეფში, არის თუ არა საკმარისი პროტეინი (თევზი, ქათამი..), ბოსტნეული და ჯანსაღი ზეთი.
10. მიიღეთ შაქრის რეკომენდებული დოზა
შაქარი თქვენთვის კარგი არ არის. თქვენს ორგანიზმს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის შაქრის გადამუშავება შეუძლია. თუ მას გადააჭარბებთ, იგი უკვე ცხიმად გარდაიქმნება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შაქრის ჭამა საერთოდ უნდა შეწყვიტოთ. განსაზღვრეთ, რამდენი შაქრის გადამუშავება შეუძლია თქვენს ორგანიზმს, მაგალითად, თუ რამდენიმე ორცხობილის ჭამის შემდეგ დაღლილი და ზედმეტად დანაყრებული ხართ, მაშინ მიხვდებით, რა დოზა უნდა მიგეღოთ, ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად.