ბევრ გოგონას ესმის, რომ მაკიაჟი დილის ისეთივე პროცედურაა, როგორც პირის დაბანა, საუზმე ან ვარჯიში.
მაკიაჟის საშუალებით ჩვენ ვათანაბრებთ სახის კანის ფერს, ვმალავთ ნაკლოვანებებს და გამოვკვეთთ სახის ნაკვთებს.
გაინტერესებთ, რა მოხდება, თუ მაკიაჟს აღარ გაიკეთებთ?
კანი ნაკლებად გამოშრება
მაკიაჟი კანს უფრო ლამაზს აჩენს, მაგრამ ამავდროულად, ის კანის რეგენერაციის ბუნებრივ პროცესს აფერხებს.
დამჭკნარი და მშრალი კანი იმის ნიშანია, რომ მკვდარი უჯრედები დაგროვდა. თუ მაკიაჟს არ წაისვამთ გარკვეული პერიოდი, დაეხმარებით კანს აღდგენასა და გაჯანსაღებაში.
ნაკლები ნაოჭი
ხშირ შემთხვევაში, მაკიაჟი უფრო მეტად გამოკვეთს ნაოჭებს, ვიდრე ფარავს მას.
ფორები
მაკიაჟის ნარჩენები ფორებში გროვდება. ისინი ფართოვდება და ივსება.
ნაკლები მუწუკი
მაკიაჟის წასმისას კანზე ბაქტერიები ხვდება. ისინი "ცხოვრობენ" მაკიაჟის ფუნჯებსა და "სპონჟებზე" (ღრუბელი). ეს კი იწვევს კანის გაღიზიანებას, სიწითლეს და მუწუკებს.
ნაკლები პრობლემები თვალებზე
ბევრი მაკიაჟის საშუალება შეიცავს კონსერვანტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კონიუქტივიტი.
განსაკუთრებით საყურადღებოა ტუში.
გაიკეთოთ თუ არა მაკიაჟი? - ეს, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია!
იხილეთ ასევე: როგორ გამოვიყურებოდეთ თვალისმომჭრელად მაკიაჟის გარეშეც... სასწაულმოქმედი ნიღბის რეცეპტი