ქალის ასაკს ხელები გასცემს, ამიტომ ისინი მუდამ მოვლილი უნდა გქონდეთ.
სახლის პირობებში მართლაც სასწაულებრივი ნიღბის მოსამზადებლად არც დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ და არც ძვირად ღირებული ინგრედიენტები:
ერთ ცალ კვერცხს შეურიეთ 1 ს/კ თაფლი, წაისვით ხელებზე და დააცადეთ გაშრობა. ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
თუ გსურთ, აბრეშუმივით მოვლილი ხელები გქონდეთ, მოხარშეთ ან გამოაცხვეთ კარტოფილი კანიანად. რბილობი ჩაჭყლიტეთ და დაუმატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი და 2 ს/ კ თაფლი და ამდენივე რძე. დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ კრემისმაგვარი მასა. ის მაცივარშიც ინახება. წაისვით კვირაში 2-3-ჯერ. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. რამდენიმე გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ დატკბეთ შედეგით.
ასევე იხილეთ:
პარაფინთერაპია ხელის კანის სამკურნალოდ