გახსოვდეთ, რომ თმის წაბლისფრად ან შავად შეღებვა უფრო ადვილია, ვიდრე ქერად.
არსებობს შეცდომები, რომლებიც რთულად გამოსწორდება. ამიტომ, თავიდანვე იყავით ყურადღებით.
როგორ აიცილოთ:
არ გაიჩეროთ საღებავი თმაზე დაშვებულ დროზე მეტხანს. ამით თმა არ გაქერავდება, სიყვითლე კი მოემატება. თუ თმა ყვითელად მაინც შეიღება, გამოიყენეთ იისფერი შამპუნი.
მომწვანო შეფერილობა
ასეთ შედეგს მიიღებთ, თუ თმას ინით იღებავდით და ახლა ქერად შეიღებეთ.
როგორ აიცილოთ:
სანამ თმიდან ინას ბოლომდე არ ჩამოიცილებთ, თმაზე საღებავი არ მიიკაროთ.
თმა გახდა მტვრევადი და უსიცოცხლო
რადგან ნელ-ნელა არ გაიღიავეთ თმა და "გადაახტით" ტონებს. შეიძლება მიიღოთ სასურველი ფერის თმა, მაგრამ მის სტრუქტურას გააფუჭებთ.
როგორ აიცილოთ:
ხშირად გაიკეთეთ მკვებავი ნიღბები.
P. S. თუ შავი ფერის თმა გაქვთ და მკვეთრად გახდით ქერა არ დაგავიწყდეთ წარბების შეღებვა. მკვეთრი კონტრასტი უხეშად და არაბუნებრივად გამოიყურება.
იხილეთ ასევე: თმის 5 ფერი, რომელიც აქტუალობას არასოდეს კარგავს