წითელი ღვინო კოსმეტიკური მიზნებისთვის? სერიოზულად? ეს ხომ სრული სიგიჟეა! ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს. აღმოჩნდა, რომ ღვინო მაცოცხლებელი ელექსირია, რომლის გამოყენებითაც კანის გაახალგაზრდავებაა შესაძლებელი.
დედაჩემს ბავშვობის მეგობარი ჰყავს, პლასტიკური ქირურგი. ახლახან მან დედას საოცარი საშუალება ურჩია. უთხრა, რომ ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს სახე ნატურალური წითელი ღვინით და ეს დაეხმარება არსებული ნაოჭების შემცირებაში, კანის საფარის რეგენერაციის პროცესის დაჩქარებით.
ღვინო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და წმინდავს კანის ყველაზე ღრმა ფენებს. სასარგებლოა 3 დრეში ერხელ ღვინით სახის დაბანა, გაწმენდა კი საღამოს, ასევე, ღვინის მასტიმულირებელი ნიღბების გაკეთება. ამ მიზნებისთვის სახლის ღვინო საუკეთესოა, რადგან მასში ქიმია არაა.
ღვინისა და რძის ნიღაბი სახის კანის გაახალგაზრდავებისთვის
ინგრედიენტები
4 ს.კ. წითელი ღვინო
1 ჩ.კ. რძე
ცოტაოდენი ფქვილი
ღვინის ნიღბის საიდუმლო
შეურიეთ ინგრედიენტები კარგად, წაისვით სუფთა კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
წითელი ღვინო შესანიშნავად წმინდავს კანს, ეხმარება მკვდარი უჯრედების მოცილებაში, კარგი მატონიზირებელია.
რძე - სუპერპროდუქტია კანისთვის. ის 3000 სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, მათ შორის ამინომჟავებსა და ვიტამინებს. რძის ცხიმი ღრმად ატენიანებს კანს, სასარგებლო ნივთიერებები კი ამაგრებს კანის საფარს,
პროცედურის ჩატარების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი. უმჯობესია, ეს ნიღაბი გააკეთოთ საღამოს, შედეგი ნამდვილად იქნება! დედაჩემმა რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნა, რომ კანი უფრო ელასტიური გახდა, ფერი გათანაბრდა და მსუბუქი ვარდისფერი მიიღო, ღრმა ნაოჭები კი შესამჩნევად დაიჭიმა.