მისი შემხედვარე, ალბათ, იფიქრებთ, რომ ლურე ჰსუ მაქსიმუმ 22 წლისაა, წერს Harper’s Bazaar.
სინამდვილეში კი ის 41 წლისაა! და ეს სიმართლეა!
რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, ინტერიერის ტაილანდელი დიზაინერი ასეთ გარეგნობას გენეტიკას უნდა უმადლოდეს, მაგრამ მას სილამაზის თავისი საიდუმლოებებიც აქვს: მზისგან დამცავი საშუალებები და... ყავა.
ჰსუ ამბობს: "მთავარი საიდუმლო - საკმარისი დატენიანება და ნაკლები მზეა. მზისგან დამცავი საცხი აუცილებელია, სხვაგვარად კანი შრება, შესაბამისად, ჩნდება ნაოჭები".
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება კი, როგორც ვიცით, კანს აბერებს.
რა თქმა უნდა, რაციონსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰსუ ამბობს, რომ უყვარს ყავა, მაგრამ ამასთან, სვამს დიდი ოდენობით წყალს, მიირთმევს ხილსა და ბოსტნეულს, ცდილობს ერიდოს ცხიმიან საკვებსა და ტკბილეულს. უპირატესობას ანიჭებს უჯრედისისა და ცილების შემცველ ხილს. ასევე, რეგულარულად ვარჯიშობს.
ჰსუს სახეს თუ შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ მზისგან დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება ნამდვილად ღირს!