პროფესორი ქრისტო მერმერსკი - ბულგარელი დიეტოლოგი და ჯანსაღ კვებაზე ათობით წიგნის ავტორია. იგი მიიჩნევს, რომ დაბერება არა ბუნებრივი პროცესი, არამედ დაავადებაა. ჩვენ თავადვე მიგვყავს ჩვენი სხეული სავალალო მდგომარეობამდე. პროფესორი მოგვიწოდებს, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს რაციონს:
"იკვებეთ სწორად, დატკბით ცხოვრების ყოველი წამით - და იქნებით ჯანმრთელი!"
პროფესორი პროდუქტების ძირითად ჯგუფებს გამოჰყოფს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს.
ჯანსაღი კვება წონაში დასაკლებად
იოგურტი
თავად მოამზადეთ ნატურალური იოგურტი: რძის ნარევში დაუმატეთ 1 ს.კ. ვაშლის პექტინი, იგივე რაოდენობის თაფლი, 1 ჩ.კ. დარიჩინი და 40 წვეთი პროპოლისის ნაყენი.
ბოსტნეული
სისტემატურად მოამზადეთ სტაფილოს სალათა ნივრითა და ნატურალური არაჟნით. ეს კერძი სააფთიაქო ვიტამინების შესანიშნავი ალტერნატივა გახდება. გახეხეთ 1 დიდი სტაფილო, დაჭერით 2-3 კბილი ნიორი, შეურიეთ და შეაზავეთ არაჟნით.
ღვინო
ნივთიერებებს, რომელთაც წითელი ღვინო შეიცავს, შეუძლია შეანელოს კანისა და მთლიანი ორგანიზმის დაბერების პროცესი. მიირთვით ყოველდღიურად 50 მლ მშრალი წითელი ღვინო ან შეკმაზეთ ხორცის კერძები ამ სასმლით.
ხილი
გასული საუკუნის დასაწყისში ადამიანები 5-ჯერ ნაკლებ შაქარს იღებდნენ, ვიდრე ახლა. ჩვენ ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების მძევლები გავხდით. პროფესორი მოგვიწოდებს, უარი ვთქვათ ამ პროდუქტის ზედმეტ მოხმარებაზე და ყოველდღიურად მოვამზადოთ ნატურალური ხილის წვენები.