იდეალური მაკიაჟი ტონალური საცხის გარეშე წარმოუდგენელია. მისი შეძენა ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაშია შესაძლებელი, ან შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ.
ამ შემთხვევაში არის შანსი, მოამზადოთ იდეალური ტონალური საცხი, რომელიც თქვენი კანის ფერს შესანიშნავად ერწყმის. აგრეთვე, დარწმუნებული იქნებით ყველა კომპონენტის ხარისხში.
ნატურალური ტონალური საცხი
• ფხვიერი პუდრი
• სახის დამატენიანებელი საცხი
შეურიეთ მომცრო თასში ცოტაოდენი დამატენიანებელი საცხი და ფხვიერი პუდრი. ტონალური საშუალება მსუბუქი კონსისტენციის უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში - სქელი. ამიტომაც გამოიყენეთ ზომიერი რაოდენობის პუდრი.