ჰიგიენური პომადა - ყველა ქალის ჩანთაში მოიძებნება.
ზამთარში, ტუჩების მოსავლელად, მისი გამოყენება განსაკუთრებით ხშირად გვიხდება. თუმცა მას სხვა გამოყენებაც აქვს.
1. ახალმა ფეხსაცმელმა კანი რომ არ გაგიღიზიანოთ და ბებერა არ გაგიჩნდეთ, ”კრიტიკული” ადგილები ჰიგიენური პომადით დაიმუშავეთ.
2. თუ თითიდან ბეჭედს ვერ იხსნით, ხელთ კი არც ძაფი და არც ზეთი არა გაქვთ, ჰიგიენური პომადა გამოიყენეთ.
3. ცხვირზე კანი აგექერცლათ? წაისვით ჰიგიენური პომადა. მას აქვს კრემებზე უკეთესი დამატენიანებელი და დამცავი ეფექტი.
4. მცირე იარებსა და ნაკაწრებზე, თუ ხელთ სამედიცინო საშუალებები არა გაქვთ, ჰიგიენური პომადა წაისვით, რათა იარაში ინფექცია არ შეიჭრას და სწრაფად შეხორცდეს.
5. ჰიგიენური პომადა საუკეთესო საშუალებაა წარბების დასაფიქსირებლად. მათ მოვლილი იერი მიეცემათ და დაჩქარდება მათი ზრდა.
6. ჰიგიენური პომადით შეგიძლიათ შეცვალოთ ნუნების მოვლის საშუალება. რატომ უნდა დახარჯოთ ზედმეტი?
7. თუ თმა დაგიელექტროვდათ, მსუბუქად წაისვით ჰიგიენური პომადა ხელებზე და ფრთხილად გადაისვით ხელები თმაზე.
8. ჰიგიენური პომადის დახმარებით გათავისუფლდებით ისეთი პრობლემისგან, როგორიც ბოლოჭამიებია.
9. იმისათვის, რომ ელვა კარგად იკვრებოდეს, წაუსვით ჰიგიენური პომადა.
10. თუ საყურეს დიდი ხნის განმავლობაში არ იკეთებდით და ახლა ნახვრეტში საყურის გაყრა გიჭირთ, დაიხმარეთ ჰიგიენური პომადა.
11. სახიდან ტუშის ნაკვალევს ჰიგიენური პომადა მოგაშორებთ. ის შეგიძლიათ მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებადაც გამოიყენოთ. მართალია, რთული გამოსაყენებელია, სამაგიეროდ, საპნის მსგავსად კანს არ გამოგიშრობთ.