ვარსკვლავების ვიზაჟისტმა ჯო ბეიკერმა გვიჩვენა, თუ როგორ უნდა დავიხატოთ ამ სეზონის ულტრამოდური ისრები - "ფრთები", რომელიც მან სპეციალურად რიტა ორასთვის გამოიგონა.
"მომინდა, თვალის ისეთი მაკიაჟის შექმნა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში კარგად გამოიყურება, მაგრამ უნდა დამემატებინა რაიმე განსაკუთრებული შტრიხი და გამოვიგონე "ფრთები". როდესაც გოგონა თვალებს ახამხამებს, წამწამები ფრთებივით გამოიყურება, ლაინერის წასმის სპეციალური ხერხის წყალობით.
1. მოამზადეთ ფონი
წაისვით ზედა ქუთუთოზე ვარდისფერი ან კრემისფერი ჩრდილები.
2. დაამატეთ ბზინვარება
ფუნჯით თვალების კუთხეში წაისვით ნეიტრალური ფერის ცოტაოდენი რუჟი ციმციმა ნაწილაკებით: ეს "გაახელს" თვალებს.
3. დაჩრდილეთ თვალის კუთხეები
სადღესასწაულო შემთხვევებისთვის დაამატეთ ყავისფერი ჩრდილი თვალის შიდა კუთხეში.
4. დახატეთ ფრთები
კრემისფერი ლაინერით ცალკე შტრიხებით მიჰყევით თვალის შიდა კუთხიდან გარე კუთხემდე.
5. წაისვით მოცულობითი ტუში
მზად არის!