რეგულარულად იყენებთ დეზოდორანტს და ანტიპერსპირანტს და შედეგით უკმაყოფილო ხართ? შესაძლოა, მოცემული შეცდომებიდან რომელიმეს უშვებთ!
შეცდომა #1: ისვამთ დეზოდორანტს დილის შხაპის მიღების შემდეგ
ასე თითქმის ყველა იქცევა, მაგრამ ეს სწორი არ არის! დეზოდორანტი საღამოს, ძილის წინ უნდა წაისვათ. ღამით, იღლიის ქვეშ საოფლე ჯირკვლები თითქმის არ მუშაობს, რაც აძლევს დეზოდორანტს კარგად შეწოვისა და დაცვის საშუალებას მომდევნო დღის განმავლობაში. დილით შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი, დეზოდორანტი მოქმედებას განაგრძობს.
შეცდომა #2: დეზოდორანტის წასმამდე არ აძლევთ კანს გაშრობის საშუალებას
დეზოდორანტმა რომ იმოქმედოს, საჭიროა, კანი კარგად გაშრეს წასმამდე. ე.ი. შხაპის მიღების შემდეგ 30 წუთის შემდეგ. ნოტიო კანი არ იწოვს დეზოდორანტს, შესაბამისად, ის არ მუშაობს.
შეცდომა #3: ძალიან თხელ ფენას ისვამთ
თუ სტიკს იყენებთ, უნდა წაისვათ ორჯერ, სპრეის შემთხვევაში კი - 3 წამის განმავლობაში ისხურებთ.
შეცდომა #4: განმეორებით ხმარობთ დეზოდორანტს
თუნდაც ძლიერ ოფლიანდებოდეთ, არასოდეს წაისვათ დეზოდორანტი მეორედ, სანამ არ დაიბანთ და კარგად არ გაიმშრალებთ კანს. თუ ოფლი უკვე გამოიყო, ამით კიდევ უფრო გააძლიერებთ სუნს. ატარეთ თან ანტიბაქტერიული ხელსახოცები, თუ მიიჩნევთ, რომ დღის განმავლობაში კიდევ დაგჭირდებათ დეზოდორანტი.
შეცდომა #5: დეზოდორანტი არასწორად შეარჩიეთ
სახის კრემის მსგავსად, დეზოდორანტიც ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ. რეკლამა ან მეგობრის რჩევა არ დაგეხმარებათ: მხოლოდ ცდებისა და შეცდომების ხარჯზე შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი დეზოდორანტის შერჩევას.