ცხოვრება ყოველდღიურად ახალ ამოცანებს გვიყენებს. გთავაზობთ 10 ახალ ხერხს ცხოვრების გასაადვილებლად: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ, ისინი აუცილებლად გამოგადგებათ!
საჭირო ეშმაკობები
ვისაც შინ ახალგაზრდა (და არც ისე) მხატვარი ჰყავს, აწუხებს ჭურჭლისგან საღებავის მოცილების პრობლემა. საკმარისია, ჭურჭელს პოლიეთილენის ცელოფანი გადააკრათ, რომ ეს უსიამოვნება აიცილოთ თავიდან.
სმუზი - სწრაფი და ჯანსაღი საუზმეა. გაყინეთ პროდუქტები ცალ-ცალკე პოლიეთილენის პარკებში და ამ სასმელს წამების განმავლობაში მოამზადებთ.
საკანცელარიო ბინადერები დაგეხმარებათ საყინულეში ძვირფასი ადგილის ოპტიმიზაციაში.
საყვარელ შარფებს მოხერხებულად შეინახავთ, თუ დაამაგრებთ სააბაზანოს ფარდის საკიდებზე.
ლაიფჰაკი სუფთა ჰაერზე სადილობის მოყვარულთათვის: მოათავსეთ მაგიდის ფეხები წყლით სავსე თასში, ამის მერე ჭიანჭველები არ გაგეკარებიან.
ყავის ნალექი შესანიშნავი სასუქია.
ამ ტრიუკის დახმარებით კი ყველაზე უბრალო ყლორტიც ლამაზად გამოიყურება.
ჩადეთ პარკში ცარცი და მოათავსეთ ტანსაცმლის კარადაში. ის შეისრუტავს უსიამოვნო სუნსა და სინესტეს.
დოქის ცხვირს წაუსვით ცოტაოდენი კარაქი: ამის შემდეგ დოქიდან წვეთები არ ჩამოვარდება. განსაკუთრებით აქტუალურია, თუ საყვარელი მაგიდის გადასაფარებლის დასვრა არ გსურთ.
დაგივარდათ კვერცხი? ნუ იჩქარებთ უმალვე დალაგებას: მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 10 წუთი. ამის შემდეგ, ზედმეტი ძალდატანების გარეშე მოაცილებთ ცილასაც და გულსაც.