როგორც ცნობილია, ყველაზე მეტად ასაკს ხელები გათქვამს. კანი მასზე დიდ ზემოქმედებას განიცდის და ადრე ბერდება.
საბედნიეროდ, არსებობს ხელმისაწვდომი საშუალებები, რომლებიც ხელებზე კანის დაბერების პროცესს აჩერებს. გთავაზობთ ერთი უმარტივესი, თუმცა ძალიან ეფექტური სკრაბის რეცეპტს, რომელიც კანს გლუვს გახდის და მოაცილებს მკვდარ უჯრედებს.
ინგრედიენტები:
დარიჩინი;
ყავისფერი შაქარი;
ზეითუნის ზეთი.
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, შემდეგ მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ ხელებზე. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიშრეთ და წაისვით ხელის კრემი.