ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემს კოსმეტიკაში არის პროდუქცია, რომლის მოხმარებაც, სამწუხაროდ, უკვე აღარ შეიძლება. ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება იმაზე ადრე ფუჭდება, ვიდრე მის გამოყენებას ბოლომდე ვასწრებთ.
კოსმეტიკის შენახვის ვადა
ტუჩის პრიალა საცხი
18-დან 24 თვემდე - ეს არის ტუჩის პრიალა საცხის შენახვის ვადა. შეამოწმეთ წარწერა - თუ საცხი ბევრ ნატურალურ კომპონენტს შეიცავს, ის უფრო სწრაფად ფუჭდება.
გელის ლაინერი თვალებისთვის
მსგავსი ლაინერის გამოყენება მხოლოდ 3 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. მისი მთავარი ნაკლი შეფუთვაა. ქილაში სწრაფად ჩნდება და ვრცელდება ბაქტერიები, რომლებიც კანისა და თვალის უამრავ ინფექციას იწვევს.
კონსილერი
კონსილერის გამოყენების ვადა - დაახლოებით 6 თვე. თუ კონსილერი ტუბშია, მისი გამოყენება 18 თვემდე შეგიძლიათ. თუ კოსმეტიკურმა საშუალებამ სუნი და კონსისტენცია შეიცვალა, დაუყოვნებლივ გადააგდეთ!
მაკიაჟის ბაზა წყლის საფუძველზე
კოსმეტიკა, რომელიც წყლის საფუძველზეა დამზადებული, მიკროორგანიზმების გავრცელების ბუდეა. მისი გამოყენება მხოლოდ 1 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
ბრონზატორი
ბრონზატორის შენახვის ვადა 2 წელია. მიაქციეთ ყურადღება არა მხოლოდ მის ვარგისიანობას, არამედ ფუნჯის სისუფთავეს.
სპონჟი
შეცვალეთ სპონჟი რეგულარულად. მისი გამოყენების მაქსიმალური ვადა 1 თვეა.
ღაწვის ჩრდილები ("რუმიანა")
"რუმიანის" გამოყენების ვადა 18 თვეა. ვადაგასული ღაწვის ჩრდილების გამოყენება იწვევს კანის გაღიზიანებას და მის ნაადრევ დაბერებას.
პომადა
ნებისმიერი ქალისთვის საყვარელი კოსმეტიკური საშუალების გამოყენების მაქსიმალური ვადა გახლავთ 1 წელი!
ტუში
შენახვის ვადა - 3 თვე. ნუ გარისკავთ და შეცვალეთ ტუში რეგულარულად, რათა თავი აარიდოთ თვალის ინფექციებს.
კრემის ტექსტურის ჩრდილები
შენახვის ვადა - 12-დან 18 თვემდე. ქუთუთოს კანი ძალზე ნაზია და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ მისთვის კოსმეტიკური საშუალების შერჩევას.
ტუჩის ფანქარი
გამოყენების ვადა - 1 წელი.
რუჯი
რუჯის გამოყენება 2 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.