ჩაის ხის ზეთს მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. იგი უძლიერესი ანტისეპტიკია, რადგან ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
ამ მიზეზის გამო ზეთს ხშირად ინფექციის პროფილაქტიკისთვის, მცირე ჭრილობების შესახორცებლად და დამწვრობისას იყენებენ.
ჩაის ხის ზეთის გამოყენებისას ყურადღება მიაქციეთ მის კონცენტრაციას. მაგალითად, ეთერზეთის 5%-იანი ხსნარი გამოდგება აკნეს სამკურნალოდ, 10%-იანი შესანიშნავად გაუმკლავდება ფეხის ოფლიანობას.
გამოყენებამდე წაისვით ზეთი კანის მცირე მონაკვეთზე და შეამოწმეთ ორგანიზმის რეაქცია. თუ კანზე სიწითლე და წვა შეინიშნა, უმჯობესია, ზეთი არ გამოიყენოთ.
ჩაის ხის ზეთის გამოყენება
აკნეს მკურნალობა
გამოიყენეთ 5%-იანი კონცენტრაციის ზეთი. შეურიეთ ზეთის 5 ნაწილი წყლის 95 ნაწილს. შეიზილეთ ხსნარი სახეზე დილას და საღამოს.
ანტისეპტიკი
ჩაის ხის ზეთი ეფექტურია მცირე ჭრილობების, ანთებისა და ჰერპესული გამონაყარის დროს. შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ზეთი პრობლემურ ადგილას. გამოიყენეთ 5%-იანი კონცენტრაციის ზეთი.
სოკოს დაავადების მკურნალობა
წაისვით 2-3 წვეთი ზეთი სოკოსგან დაზიანებულ ფრჩხილზე დღეში ერთხელ.
თმის ჯანმრთელობისთვის
ზეთი კარგად ზემოქმედებს თმის ფოლიკულების მდგომარეობაზე. ზეთის 5%-იანი შემცველობის შამპუნი დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში.
რელაქსაციისთვის
ჩაის ხის ზეთი დადებითად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ჩაასხით აბაზანაში 8-10 წვეთი ზეთი. ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში და გათავისუფლდებით შფოთვებისგან.
ანგინის დროს
თასში ჩაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დაამატეთ 2-3 წვეთი ზეთი და ჩაიტარეთ ინჰალაცია. პირველივე პროცედურის შემდეგ ყელის ანთება ჩაცხრება.
ინტიმური ჰიგიენა
გამოიყენეთ 10%-იანი კონცენტრაციის ზეთი. ააქაფეთ საპონი და დაამატეთ 5 წვეთი ზეთი.
მწერების ნაკბენები
ჭრილობის დეზინფეცირებისთვის, ტკივილისა და ქავილის მოსახსნელად, ჩაის ხის ზეთის 5%-იანი ხსნარი წაისვით ნაკბენზე და შეიხვიეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ.
ეგზემის მკურნალობა
გამოიყენეთ ზეთის 5%-იანი ხსნარი. წაისვით 3-4 წვეთი დაზიანებულ კანზე. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-3-ჯერ.
საწმენდი საშუალება
ჩაის ხის ზეთის გამოყენება სახლის ჰიგიენისთვისაც არის შესაძლებელი. პულველიზატორიან ბოთლში ჩაასხით 120 მლ ძმარი, 700 მლ წყალი და დაამატეთ 10 წვეთი ზეთი.
ეს ხსნარი შესანიშნავი საშუალებაა სააბაზანოში სოკოს საწინააღმდეგოდ და სარკეებისა და ფანჯრების გასაწმენდად.