საკვები სოდა – ყველაზე უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ყველა ოჯახში მოიპოვება. ეს პროდუქტი უკვე დიდი ხანია გამოიყენება არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდ, ხელსაქმეში და კოსმეტოლოგიაშიც.
დღეს გთავაზობთ სოდის გამოყენების კიდევ ერთ, ცოტა უცნაურ, მაგრამ ძალიან ეფექტურ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც თვალის ირგვლივ სიშავეებს გაიქრობთ.
როგორ გავიქროთ თვალის ირგვლივ სიშავეები სოდის მეშვეობით
რეცეპტი #1
დაგჭირდებათ:
5 გრ ნებისმიერი თვალის ირგვლივ წასასმელი კრემი;
მწიკვი სოდა.
მომზადების წესი:
თვალის ირგვლივ წასასმელ კრემში შეურიეთ სოდა, წაისვით მიღებული ფაფა თვალების ქვეშ, გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რეცეპტი #2
დაგჭირდებათ:
1 ჩ/კ სოდა
1 ჭიქა თბილი წყალი ან ჩაი
მომზადების წესი:
წყალში ან ჩაიში გახსენით სოდა. დაასველეთ მიღებულ ხსნარში ბამბის ტამპონები და დაიდეთ თვალების ქვეშ. გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით კრემი.
ასევე იხილეთ:
მან 3 ინგრედიენტი შეურია და თვალების ირგვლივ წაისვა. ეს საშუალება უამრავ ქალს შვებას მოჰგვრის!
თვალების ირგვლივ სიშავეების მოშორების ყველაზე მარტივი მეთოდი მხოლოდ 2 ინგრედიენტით!